მასალების განყოფილებაში: 54
ნაჩვენებია მასალა: 37-42
გვერდები: « უკან 1 2 ... 5 6 7 8 9 შემდეგი »

05 სექ 2018 / 11:47 3
გარდაცვლილი პოეტისგან

ეს სიცივე, ეს სიჩუმე, ცხელი ჩაი, წვიმა. პოეზიამ ეს ინატრა, პოეზიის სხივმა. რომანტიკა! ეს ინატრა პოეზიის სიმმა. მარტოობა! აქ იდარდა ჩემი სულის ბინდმა. ჩემი ცივი გამოხედვა აღარავის სწყინდა,
 

გარდაცვლილი პოეტისგან
26 აგვ 2018 / 15:51 3
ისევ ისე

 
ისევ სიცხე ჩამომდგარა, შემოსულა მაისი
ისევ ისე ჩაუკეტავთ უცხოთათვის კარები
ისევ ისე იწერება სამოთხეში დაისი
თუნდ ძალიან მოინდომო დაარისხო ზარები.

ისევ ისე დგახარ მტვერში უდაბნოშიც ნისლია
აწმყოც ისე იწელება თითქოს დროში ნელდება
აღარ იბრძვი და ფიქრებიც ქარავნებად მიდიან
აღარავის აღარ შველის გოდება და ვედრება

ისევ ისე
22 აგვ 2018 / 22:24 3
წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის...

წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის, 
სიტყვები მეტრფის მალული გრძნობის...
დამღალა ცხოვრებამ რთულმა, სასტიკმა,
დამღალა დუმილმა, დუმილმა მწარემ.
დამღალა ფიქრებმა, გამშორდით, კმარა!
კმარა ტანჯვა, ცრემლების დაღვრა.
მინდა მთელი არსებით, გულით,
მიშველეთ, ხმამაღლა, გრძნობით ვიყვირო!

წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის...
22 აგვ 2018 / 22:22 4
ცრემლებით ვხატავ ფურცელზე ნაზად...

ცრემლებით ვხატავ ფურცელზე ნაზად,
რომელ სიტყვებსაც ვუმზერ ღიმილით.
მინდა ავსახო ტკივილი გულის,
რომელიც ბოლოს მომიღებს მალე..
ამწამს სიკვდილი მიჯობს მე ალბათ,
რათა ასახულ ტკივილს გავექცე.
მიჯობს ცრემლებში დავიხრჩო ახლა,
ან ცეცხლის ალში ვიწოდე მუდამ..

ცრემლებით ვხატავ ფურცელზე ნაზად...
22 აგვ 2018 / 22:14 3
ჩემს საიდუმლოს

ჩემს საიდუმლოს ვანდობ თეთრ ფურცლებს
და ჩემი გული შვებას ეცემა..
ამ მონატრებას ვეღარ ვერევი,
ეს გული მხოლოდ შენ გელოდება.
მაპატიე, რომ თეთრი ლექსი,
გულის სიღრმეში შენთვის იქმნება,
გთხოვ, მაპატიე, რომ შენს გარეშე,
ჩემი სიცოცხლე არაფერია.

ჩემს საიდუმლოს
22 აგვ 2018 / 21:57 3
ვერ გეტყვი..

ვერ გეტყვი -
,,შენს სილამაზეს
ვეტრფი თუ ვებრძვი"..
ვერ გეტყვი,
რომ სუნთქვა ხარ ჩემი..
მინდა, რომ იცოდე,
რას ნიშნავ ჩემთვის,
მინდა, რომ გრძნობდე,
რასაც ვგრძნობ შენით..

ვერ გეტყვი..