მასალების განყოფილებაში: 54
ნაჩვენებია მასალა: 1-6
გვერდები: 1 2 3 ... 8 9 შემდეგი »

17 იანვ 2025 / 14:16 0
ისე მარტივი გახდა სამყარო
ისე მარტივი გახდა სამყარო, რომ სიცოცხლემაც დაკარგა ფერი,
ისე მარტივი გახდა სიკვდილი, დარდი და მწუხრი შეიქნა თეთრი...
უსასრულობად იქცა ზამთარი, და ზაფხულების არ მოირიდა,
ისე მარტივი გახდა სიცოცხლე, რომ მწუხრიც თითქოს გაახალისა...
წუთი სოფელი იქცა წამებად,
დაუსრულებელ ომში ჩართულნი,
ვეღარ მოვუხვდით ისე წავიდა,
ცხოვრების წამი წუთი სოფელში...
ისე მარტივი გახდა სამყარო
15 ივლ 2024 / 14:13 1
მდინარეს მიაპობს კლდენი
მდინარეს მიაპობს კლდენი და მისძახის, ორია სიცოცხლე, რომ უყვართ ძალიან... ასულან მდინარის კალაპოტს მიარღვევს, ქალი და კაცია...
მოღოღავს, მოსჩქეფავს, ქაფები დარაბებს გადასდის, ხმიანობს...
ზვირთებით ბობოქრობს, აწყდება კლდის ნაპირს, წაქცევას ჰპირდება.
ხეები ხარობენ და თავებს უხრიან, ტოტები მდინარის ზედაპირს ეხებათ, მედიდურს რა უნდა მზე ეკეკლუცება, თამაშობს ფერებად...
ოქროსფერ სხივებში მტვრის ზოლი დამდგარა, მდინარეს ეცემა,
ჰაერი ნავარდობს, ქალს კაბას აუწევს, თმას ელამუნება,
სიმორცხვე გადაჰკრავს ქალწულის ბაგეებს, ლოყა უწითლდება...
მდინარეს მიაპობს კლდენი
08 ივნ 2024 / 14:17 2
უშენობისას

წვიმის წვეთები მისველებსთვალებს,
ქუჩაში მსვლელი ვერ ვგრფძნობდი წამებს.
საათის ისარი მირბოდა სწაფად
და ჩემი სხეული მიენდო განცდას.
ვხედავ, რომ ბინდდება ქუჩის ბოლოში
და თვალთ ასახულს მივყვები თითქოს.
ჩაფიქრებული მივყვები ქუჩას
და ლამპიონი მინათებს ჩემს გზას.
ჩემი თვალები დაგეძებს ყველგან
და სხვაშიც მხოლოდ შენს სახეს ვხედვ.

უშენობისას
05 ოქტ 2023 / 22:32 4
გვანცას

მზეს მიგადარე, სხვა ვერ ვნახე შენი სადარი...
გამათბო შენმა მხურვალებამ სილამაზისა...
ანათე ასი წელიწადი შენი სხივებით,
და არ დაკარგო ნაპერწკალი სიყვარულისა...
მინდოდა ამ დღის საკვირველი მადლი შემეგრძნო,
შემესვა ამ დღის სიყვარულით სავსე ფიალა, შენ დედოფალის იერსახის მატარებელო წამში მომნუსხე, დამატყვევე გონებიანად...

გვანცას
13 სექ 2023 / 10:41 3
დაბადების დღე

ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე, იყო ემოციის ღამე...
დედამ დამიკოცნა სახე მის მკერდს რომ შევახე ბაგე...
ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე,
სული პაწაწინა ტანით...
თითებს მიკოცნიდა დედა, თვალთ ედგა ბედნიერი ნამი...
მე ამ ფოთოლცვენას მოვევლინე, სხეულს ჩაბერილი სულით...
მე ამ ღამის ნისლებს მოვყევი და მივლიდა ბებია ქალი...
მე ამ შემოდგომის ფერებს ვგავარ, წვიმებს, ქარებს ვარჩევ სულში...
ისევ იუბილე მოახლოვდა ისევ ავფრიალდი ცაში...

დაბადების დღე
10 სექ 2023 / 15:00 2
დედისადმი მიძღვნილი
უსახლოდ დავრჩი ან არც მქონდა არასდროს ბინა, თავშესაფარი...
უსახლოს მედგა, სხვისი სახლი თავშესაფარად...
მერე წავედი ვერა ვპოვე ვერაფრით ბინა, ვერ ვპოვე მყუდო ნავსაყუდელი და ვერცა სახლი...
განცდა სულ მქონდა, რომ ვიყავი შეუმოსელი, განცდა სხვის ჭერ ქვეშ რო დამედო დროებით ბინა...
და მე წავედი, მე წავედი საძებრად სახლის, ცხოვრების ბოლოს ვერ ვიპოვე სიმშვიდე ვერა...
დედისადმი მიძღვნილი