• ავტორი:ალეკო კვირიკაშვილი
  • ნიკნეიმი:alex
  • თარიღი:26.08.2018 / 05:00
  • ნახვები:531
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:5.0/3
  • ისევ ისე

     
    ისევ სიცხე ჩამომდგარა, შემოსულა მაისი
    ისევ ისე ჩაუკეტავთ უცხოთათვის კარები
    ისევ ისე იწერება სამოთხეში დაისი
    თუნდ ძალიან მოინდომო დაარისხო ზარები.

    ისევ ისე დგახარ მტვერში უდაბნოშიც ნისლია
    აწმყოც ისე იწელება თითქოს დროში ნელდება
    აღარ იბრძვი და ფიქრებიც ქარავნებად მიდიან
    აღარავის აღარ შველის გოდება და ვედრება

    აღარც ღვინის სურნელება აღარც ქალის ალერსი
    თუმცა უკვე მაისია. გაწევს ღამე ლოდივით
    გულში კვლავაც დაგსობია საუკუნოდ ნალესი
    უდროობით დროული საუკუნო ლოდინი
     

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?