• ავტორი:ანი ჩუბინიშვილი
  • ნიკნეიმი:Forever☚
  • თარიღი:22.08.2018 / 21:12
  • ნახვები:394
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.0/4
  • ცრემლებით ვხატავ ფურცელზე ნაზად...

    ****
    ცრემლებით ვხატავ ფურცელზე ნაზად,
    რომელ სიტყვებსაც ვუმზერ ღიმილით.
    მინდა ავსახო ტკივილი გულის,
    რომელიც ბოლოს მომიღებს მალე..
    ამწამს სიკვდილი მიჯობს მე ალბათ,
    რათა ასახულ ტკივილს გავექცე.
    მიჯობს ცრემლებში დავიხრჩო ახლა,
    ან ცეცხლის ალში ვიწოდე მუდამ..

    მართლა გნატრულობს ეს ციდა გული,
    ჰო, ღამით ცაზე ვარსკვლავებს ვუმზერ,
    ვუმზერ და დარდი მაწამებს წამით.
    ვუმზერ ჩემს სახეს, სარკეში ვხედავ,
    ნამიან თვალებს, აღსავსეს დარდით..
    ვუყურებ ფურცელს, ნაწერით სავსეს
    და ვიცი, რომ ძლიე ვიღლები ამით.
    გული დაქანცულ, დაღლილი დარდით,
    სიცივეს ებრძვის, მალულად ტირის..
    უკვე ვიღლები, წერაც არ მინდა,
    უბრალოდ დარდი მომაწვა გულზე..

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?