• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:05 სექ 2018 / 11:14
  • ნახვები:417
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.0/2
  • ოჰ როგორ მომწონს(უცნობ ნიას)

    ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი ტუჩები!
    მაგ ვარდისფერის დანახვით ვხურდები!
    ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი თვალები,
    მათი ცისფერი, მცხუნვარე ალები!

    ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი თმები!
    მათი შეხებით მე მუდამ ვთბები.
    ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი ცხვირი!
    როცა ვერ გხედავ მე ჩუმად ვტირი.

    ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი სახე!
    ძლიერ ლამაზი უეცრად ვნახე.
    ოჰ, როგორ მომწონს პატარა თითი!
    კვლავ შენი ნახვა?! ეს არის მითი.

    ოჰ, როგორ მომწონს ეგ ნაზი კანი!
    მე ბახმა მომცა სულ ჩუმი ბანი.
    ოჰ, როგორ მომწონს მე ეგ შენი ხელი!
    მე ხომ შენს დანახვას კვლავ მაინც ველი.

    ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი ტანი!
    ჩემს გემს აუშვი ეს იალქანი.
    ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი ფეხი!
    მისი შეხებით დამეცა მეხი.

    როგორ მომწონხარ შენ ძლიერ ლამაზო,
    შენ სილამაზის უცვლელო არმაზო!
    ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი ტუჩები!
    რომ დაგინახავ?! მე კვლავ გავხურდები...

    კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    რამდენი დრო გასულა

    ფიქრი ქროდა,სევდა წვიმდა
    საწყალს გულით ედარდა
    ტანჯვით კრთოდა...

    სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე

    მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე დავდივარ, ძლიერ ის მენანება.
    მე მუდამ...

    შოვი

    თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დ...