• ავტორი:ანი ჩუბინიშვილი
  • ნიკნეიმი:Forever☚
  • თარიღი:22.08.2018 / 05:00
  • ნახვები:507
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.7/3
  • წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის...

    ****
    წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის, 
    სიტყვები მეტრფის მალული გრძნობის...
    დამღალა ცხოვრებამ რთულმა, სასტიკმა,
    დამღალა დუმილმა, დუმილმა მწარემ.
    დამღალა ფიქრებმა, გამშორდით, კმარა!
    კმარა ტანჯვა, ცრემლების დაღვრა.
    მინდა მთელი არსებით, გულით,
    მიშველეთ, ხმამაღლა, გრძნობით ვიყვირო!
    მინდა მალული ტკივილი გულის,
    წარსულის იყოს, არ ავნოს აწმყოს.
    მინდა პატრონი, გულს უნდა მოვლა...
    არვიცი როგორ ავღწერო ფიქრი,
    ფიქრთა შფოთვა, დუმილი მკვდარი..
    არვიცი როგორ ვუშველო ჩემს თავს,
    არვიცი, როგორ მივწვდე ოცნებას..
    მახსოვს, თუ როგორ მომიკლეს გული,
    თუ როგორ ძლიერ მეტკინა სული,
    განადგურებულს სიცოცლე მძულდა,
    მძულდა ყოველი ნაბიჯი ჩემი.
    მსურდა დანახვა ნათელი ფერის,
    ცისა და მთვარის ღია ფერების..
    ცხოვრება გახდა შავთეთრი ჩემთვის,
    შავთეთრი გახდა ფიქრები ცემი.
    ვფიქრობდი როგორ მომეკლა დარდი,
    თუ როგორ მეგრძნო ცხოვრების დარი,
    მაგრამ სულში ჩასახლდა ფერები შავი,
    გული გამიხდა უგრძნობი, მკვდარი...

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?