• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:05.09.2018 / 21:11
  • ნახვები:312
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.7/3
  • გარდაცვლილი პოეტისგან

    ეს სიცივე, ეს სიჩუმე, ცხელი ჩაი, წვიმა.
    პოეზიამ ეს ინატრა, პოეზიის სხივმა.
    რომანტიკა! ეს ინატრა პოეზიის სიმმა.
    მარტოობა! აქ იდარდა ჩემი სულის ბინდმა.

    ჩემი ცივი გამოხედვა აღარავის სწყინდა,
    უიმედო სიყვარული დარდს და ვარამს მგვრიდა.
    ამ გრძნობათა დიდი დარდი მოსაკლავად მთვლიდა.
    სიყვარულით ავად ვიყავ, ცუდი ყველა მჭირდა.

    მე გრძნობებში დავიკარგე, არც მე არ ვარ წმინდა.
    ვამბობდი: "შენი დანახვა, სიყვარული მინდა!"
    დაგინახე! ეს გონება, გული გაირინდა.
    რომ მიყვარხარ ამის თქმის დრო, კიდევ გამიფრინდა...

    სიყვარული? ის ცოცხლობდა და მღეროდა თითქოს.
    სევდიან ხმას გამოსცემდა, მას უთმობდა დიდ დროს.
    მე ვფიქრობდი: "რა მოხდება ახლა რომ მან მიხმოს?!"
    მე მისდამი გამოვცემდი კვლავ ძლიერ ბევრ სითბოს.

    მაგრამ ახლა აღარ ვარ და ვერც ვიცოცხლებ ვერასდროს,
    სიცოცხლეში სად ვცხოვრობდი? იქ ხომ ყველგან თეთრად თოვს!
    მე ვამბობდი:"მსურს რომ გული სხვამ სითბოთი შეამკოს!"
    მე აღარ ვარ ცოცხალი და ვერას ვიტყვი მე ამ დროს.

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?