მასალების განყოფილებაში: 55
ნაჩვენებია მასალა: 7-12
გვერდები: « უკან 1 2 3 4 ... 9 10 შემდეგი »

10.09.2023 / 15:00 3
დედისადმი მიძღვნილი
უსახლოდ დავრჩი ან არც მქონდა არასდროს ბინა, თავშესაფარი...
უსახლოს მედგა, სხვისი სახლი თავშესაფარად...
მერე წავედი ვერა ვპოვე ვერაფრით ბინა, ვერ ვპოვე მყუდო ნავსაყუდელი და ვერცა სახლი...
განცდა სულ მქონდა, რომ ვიყავი შეუმოსელი, განცდა სხვის ჭერ ქვეშ რო დამედო დროებით ბინა...
და მე წავედი, მე წავედი საძებრად სახლის, ცხოვრების ბოლოს ვერ ვიპოვე სიმშვიდე ვერა...
დედისადმი მიძღვნილი
19.08.2023 / 12:25 2
სიზმარი

თრთის ღამე ბავშვივით, კრთის, რამედ მაინც ღირდეს უბადრუკი, შავბნელი, ჩამოსდის ღვარად ცრემლი წვიმის სახით დადენილი და გულს უწყალებს აფორიაქებულ მამას დაუნთია ღუმელი, შეშის ტკაცუნი ისმის მხოლოდ და ჭრაქის შუქით განათებულ მაგიდაზე დოქით დგას ღვინო იქვე ფიალა ძირამდე დაცლილი.    ყეფს გამალებით ძაღლი და ხმაურით დაათრევს მძიმე ჯაჭვს, აწყდება ღობეებს წკავწკავით იკლებს კარ მიდამოს, გათენდეს იქნებ მალე და დანებდეს უკუნი სიბნელე მზეს,  მზის ნათელს და მის უდიდებულესობას, ამოიზვირთება მედიდურად და წამში გააშრობს სადაც კი წვიმის კვალი დახვდება. 

სიზმარი
08.08.2023 / 08:59 3
შოვი

თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩემო, ქვეყანავ ჩემო, გამოგაცალეს ძირი, ფესვები
და ჩაიტანეთ გულგახეთქილო, მშრალო ხევებო, აივსეთ გული სისხლის ზვარებით... შენ მოჩეხილო კლდისა ნაშალო,
წყალო ნაგუბარ კლდეს მოვარდნილო, დაუდგომელო ღვარცოფო მდარე,
რად დაგვატირე სამშობლო ჩემი რატომ ატირე...

შოვი
10.05.2023 / 08:57 2
დედა

მინდა ისევ კალთაში ჩაგიდო თავი, როგორც ბავშვობაში, ავტირდე და გამოვიტირო მთელი ჩემი ცხოვრება, სულ ორი წამით...

და მერე ავდგე, გავაგრძელო გზა მომავლისკენ თითქოს არაფერიც არ მომხდარა...

მინდა ჩემს ძველ უბანს ფეხ შიშველმა შემოვურბინო, როგორც ბავშვობაში კენჭები ფეხის გულებს რომ მისერავდა და ზუსტად ისე დავითმინო ტკივილები, რასაც ეს ცხოვრება მაყენებს...

დედა
20.03.2023 / 08:58 3
ჰე, ამოქროლდი...

ჰე, ამოქროლდი ცუდო ამინდო ჩემს არსებაში,

და დამასველე, გამიცივე წყვდიადი ღამე...

ფიქრები, შფოთვა, სიცივე და უიმედობა, განცდები სადღაც იქ შორეთში იღებს სათავეს...

შენ აბობოქრდი სულო ჩემო ტყვედ ჩავარდნილო!?

ზეცას შეეხე..

ჰე, ამოქროლდი...
10.03.2023 / 12:29 2
დარდები მოდიან ღამე
შუქი რომ ქრება და წყვდიადი დგება, ფიქრებს ვედევნებით დაუფიქრებლად და სკდება გული...
მორევი მოედინება ამომსკდარი სულის, რომელიც შვებას დღისით ვერ პოულობს და ლამობს ღამეს გაანდოს, გაუზიაროს ტკივილების ტკივილი, გაუსაძლისი, თანაც უსასრულო...
ხან გამოშვებით მდუღარე ჩაგუბდება თვალებში, ისეთი ცხელი და მდუღარე თვალებს ამოგწვავს...
იმხელა აღმართია ასავლელი, უსასრულო და დაუსრულებელი ვაკე ადგილი გენატრება, მდელოზე მორბენალი ადამიანების გეშურება...
დარდები მოდიან ღამე

მოგესალმები! hello
რით შემიძლია დაგეხმაროთ?