შემოდგომაა, მწვანე ფოთლები
გაყვითლებულან და ჩემთან ცვივა.
ვიცი შენ გზაზე არ შემომხვდები
და შენს გარეშე მე ძლიერ მცივა.
შემოდგომაა, მწვანე ფოთლები
გახუნებულან, დამჭკნარან საწყლად.
ვიცი, რომ შენ ვერ განმეორდები,
ვერსად ვერ გნახავ თუნდაც ჩემს წამლად.
ვიცი, რომ ოდესმე ყველანი მოვკვდებით, მაგრამ სულ ცოტანი, ცოტანი ვცხონდებით. ვიცი, რომ გრძნობისგან ყველანი დავთვრებით და გრძნობის საფლავთან ყველანი დავწვებით. ვიცი, რომ ამ გრძნობას სულ არ აქვს ასაკი
და შენ რომ გიყვარვარ არს იგავ-არაკი. ვიცი, რომ სიბნელეს მე მიმცა ცხოვრებამ, მტკვარში მომისროლა გრძნობის გაოხრებამ.
"წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!" კვლავაც არ დავრჩები ალბათ მოგებულად, შენ კი კვლავ იქნები, ალბათ დამა გული. საცოდავი გული კვლავ შეშლილი არის, ძლიერ უყვარხარ და ბოლო ხმაზე ბღავის. მისი მძიმე სევდა ამ გრძნობებში ჩადის და სახეზე არის სისხლის ზღვანი დარდის. გრძნობა გამიგია, მაგრამ - სევდიანი! სევდაც გამიგია, მაგრამ - ლექსიანი! ამ გრძნობების ხმა არს მხოლოდ ერთხმიანი
მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი და გავაგრძელე ანნაზე წერა. აქ ჩემი გულის შენ ხარ დამგრეხი, გამინადგურე ახალი ერა. მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი, მაშინ მესტუმრა მე შენზე დარდი..კვლავინდებურად მე არ განვდექი და ჩემთვის ჩუმად შავ ღვინოს ვსვამდი. მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი, "ჩემი ღმერთი ხარ!" - მე კვლავ ასე ვთქვი. მე სიყვარული მქონდა და დარდი და სისხლისფერი გესროლე ვარდი.
ოჰ, როგორ მომწონს შენი სხეული და როგორ მინდა შენი ფერება. მე სულ მარტო ვარ, მუდამ ეული
და მე ვნებები შემომერევა ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი მკერდი, ვნებით პყრობილი მე შენზე ვწერდი. როგორ გიხდება ეგ მოკლე კაბა, მე მოთმინება მან დამიკარგა ჩემი ვნებები ვიცი, რომ უკვე დიდი პაუზით ვეღარ შეგხვდება.
ამ ჩემს შინაგან ხმას მე მოვუხმე, ჩვენი ტუჩები დღეს აფეთქდება.





