მასალების განყოფილებაში: 54
ნაჩვენებია მასალა: 49-54
გვერდები: « უკან 1 2 ... 7 8 9

11 აგვ 2018 / 18:27 3
წვიმა გულს მიწვავს

წვიმა, რომელიც ყველას ასველებს, 
ჩემს მოგონებებს აღარ ასვენებს. 
წვიმა, რომელიც ყველას აგრილებს, 
გულს წვავს, სიცხისგან სულ გააწითლებს. 

გავალ წვიმაში და დავსველდები, 
მხოლოდ ანნასთვის მე დავბერდები. 
მისთვის მოვკვდები, ამისთვის მზად ვარ! 
კვლავ ვეტყვი, კვლავ ვეტყვი: "მე შენ მიყვარხარ." 

წვიმა გულს მიწვავს
11 აგვ 2018 / 18:25 4
უმისამართოდ შორს

უმისამართოდ შორს გამგზავრება
და წვიმიანი ამინდი მინდა.
მინდა მე შენი შორს გატაცება,
ვფიქრობ, რომ ეს მზე ჯერ არ გაბრწყინდა...

უმისამართოდ შორს გამგზავრება
და სიყვარული ფაქიზი მინდა.
ამ გრძნობების მსურს მე გამარჯვება,
შენ ხომ ხარ ჩემი წმინდათა წმინდა.

უმისამართოდ შორს
11 აგვ 2018 / 18:24 2
მითოლოგია, პოეზია და შენ

მივდივარ, მივაპობ ცხოვრების ზვირთებს... 
ვუყურებ უწყვეტად შენს ლამაზ თითებს. 
მე ვფიქრობ ეს გრძნობა ჰგავს მხოლოდ მითებს, 
მაგრამ კვლავ გაჩუქებ მშვენიერ ტიტებს... 

ვიტყოდი რომ შენში არის აფროდიტე, ქალღმერთი, 
მაგრამ ვინ არს აფროდიტე შენ ხომ ხარ ერთადერთი! 
ვიტყოდი რომ შენში არის ის, ათენა პალასი, 
მაგრამ ვინ არის ათენა როცა შენ ხარ ხალასი! 

მითოლოგია, პოეზია და შენ
11 აგვ 2018 / 18:22 4
ჩემი ნამდვილი გრძნობები დასალპობად მენანებოდა

დრო გადიოდა, შენგან პასუხი კი არ ისმოდა.
მე სიყვარული გაცნობის დღიდან შენგან მინდოდა.
მაგ თმის სურნელი გულს და გონებას ისევ იპყრობდა.
შენს ლამაზ თვალებს ეს სიყვარული კვლავ შეიცნობდა.

შენ კვლავ უყვარხარ გრძნობებისაგან გარდაცვლილ პოეტს
და მის აღდგომას ელოდება ლექსთა სამყარო.
ის ელოდება მხოლოდ ერთადერთ, საოცარ მომენტს,
რომ გეყვარება თავდავიწყებით, ეტყვი აქ ვარო!

ჩემი ნამდვილი გრძნობები დასალპობად მენანებოდა
10 აგვ 2018 / 15:35 3
მე არ ვიცი, მაგრამ...
მე არ ვიცი მოვკვდები თუ გადავრჩები ცოცხალი, მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვი, შენ თუ გინდა მომკალი! მე არ ვიცი შენ ოდესმე გეყვარები თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ ამ გრძნობამ ჩემს გულს გადაუარა. მე არ ვიცი თუ ოდესმე დააფასებ ლექსებს, მაგრამ გეტყვი ჩემი გული რომ უშენოდ ვერ ძლებს! მე არ ვიცი
მე არ ვიცი, მაგრამ...
10 აგვ 2018 / 14:27 2
უსასრულო ღამე და უსასრულო სიბნელე

ღამეა, ბნელა, ისეთი სიბნელეა, რომ არაფერი ჩანს. ერთადერთი ნათელი რამ, იმედის სხივია, რომელიც თითქმის არ ჩანს და ნელნელა ქრება. მე კი ჩემს მუზაზე ვფიქრობ და ვიხსენებ მასთან ერთად განვლილ წლებს. 2009 წლის სევდიანი შემოდგომა იდგა, როდესაც პირველად შევხვდი, გავიდა დრო და

უსასრულო ღამე და უსასრულო სიბნელე

1-6 7-12 ... 37-42 43-48 49-54