მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 11
ნაჩვენებია მასალა: 1-6
გვერდები: 1 2 შემდეგი »


08.06.2024 / 14:17 3
უშენობისას

წვიმის წვეთები მისველებს თვალებს,
ქუჩაში მსვლელი ვერ ვგრძნობდი წამებს.
საათის ისარი მირბოდა სწრაფად
და ჩემი სხეული მიენდო განცდას.
ვხედავ, რომ ბინდდება ქუჩის ბოლოში
და თვალთ ასახულს მივყვები თითქოს.
ჩაფიქრებული მივყვები ქუჩას
და ლამპიონი მინათებს ჩემს გზას.
ჩემი თვალები დაგეძებს ყველგან
და სხვაშიც მხოლოდ შენს სახეს ვხედვ.

უშენობისას
29.03.2019 / 04:32 7
თითქოს ეს სიგიჟეა..

თითქოს ეს სიგიჟეა..
დაე იყოს ასე..
და მერქვას მე გიჟი,
თუკი მსურს
უსასრულობის ზღვაში შევცურო 
და მუდამ ვგრძნობდე იმას,
რომ დასასრული არ არსებობს...

თითქოს ეს სიგიჟეა..
24.11.2018 / 16:12 9
ერთ ღამეს..

ბნელოდა, შიშის მომგვრელი სიჩუმე სუფევდა.. საათიის ისრები ისე მძიმე იყო, თითქოს ხეულში ატარებდა მისი ხმა.. სანთელი ავანთე და ვიგრძენი, თუ როგორი სევდიანი იყო საღამო. მარტო მყოფს სევდა დამეუფლა.. სიმარტოვე მეტად შევიგრძენი.. საათის ისრების ხმა მოსვენებას არ მაძლევდა.. ფანჯარაში მთვარის შუქი აღწევდა.. გარეთაც ბნელოდა, არაფერი ჩანდა ფანჯრის იქით.. ცოტა ციოდა..

ერთ ღამეს..
04.11.2018 / 04:04 7
ყოველთვის იყო ჩემს გულში დარდი...

ყოველთვის იყო ჩემს გულში დარდი,
დარდი მალული, ტკივილი მკვდარი..
ყოველთვის მწამდა, მჯეროდა ერთის ,
რომ მუდამ ჩემს გვერდით იქნება ღმერთი..
ეს გული ობლად, ფერფლად ქცეული,
უსიყვარულოდ დაძრწის ეული....

ყოველთვის იყო ჩემს გულში დარდი...
15.09.2018 / 16:36 4
ნუ იტყვით..

ნუ იტყვით, სულის სიმშვიდე
     ჯანმრთელობაა მხოლოდ..
არ თქვათ, სიმშვიდე მხოლოდ
     სიკვდილის შემდეგაა..
ნუ ემდურით უფალს და
     ნუ სთხოვთ შვებას, ახსნას..
ჰპოვეთ სიმშვიდე ბუნებაში,
     შეიგრძენით მისი ძალა,
განიტვირთეთ მისით და იპოვეთ მასში ახსნა,
     თუ რა მოგვცა უფალმა ამქვეყნიური
სიმშვიდის, შვების მოსაპოვებლად...

ნუ იტყვით..
22.08.2018 / 22:24 3
წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის...

წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის, 
სიტყვები მეტრფის მალული გრძნობის...
დამღალა ცხოვრებამ რთულმა, სასტიკმა,
დამღალა დუმილმა, დუმილმა მწარემ.
დამღალა ფიქრებმა, გამშორდით, კმარა!
კმარა ტანჯვა, ცრემლების დაღვრა.
მინდა მთელი არსებით, გულით,
მიშველეთ, ხმამაღლა, გრძნობით ვიყვირო!

წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის...

1-6 7-11
მოგესალმები! hello
რით შემიძლია დაგეხმაროთ?