შემოდგომაა, მწვანე ფოთლები
გაყვითლებულან და ჩემთან ცვივა.
ვიცი შენ გზაზე არ შემომხვდები
და შენს გარეშე მე ძლიერ მცივა.
შემოდგომაა, მწვანე ფოთლები
გახუნებულან, დამჭკნარან საწყლად.
ვიცი, რომ შენ ვერ განმეორდები,
ვერსად ვერ გნახავ თუნდაც ჩემს წამლად.
ბიჭი იჯდა მწუხარების მსხვერპლი
სევდიანი ჭიქა ღვინოს სვავდა.
და ის იყო დამსხვრეული გულით
ოცნებებიც უკვე სადღაც გაქრა.
მოდიოდა მასთან ერთი გოგო
და მოჰქონდა ვაზის ცრემლის სითბო,
სადღაც აკორდს აკვნესებდა ქარი
და იქ ბართან დავლურს ცეკვავს კინტო...
ადამიანად ვინ შეგრაცხა ადამიანო?!
უფალმა მოგცა რაც გაგაჩნდეს არ მოინატრო.
ის ხარ, რაცა ხარ, რას აკეთებ არარაობავ
ცოდვების გუდას დაამატე ამპარტავნობა.
ნება რომ მოგცენ რას იზავდი ადამიანო?!
ჩაგრავ, კლავ და რაღა უნდა დააზიანო.
სადამდე, რამდე, რა საზღვრამდე უნდა იარო,
უფლის ირწმუნე, თავი, რომ არ დაიზიანო.
ფიქრი ქროდა,სევდა წვიმდა
საწყალს გულით ედარდა
ტანჯვით კრთოდა მისი სახე
დღეს არ გამოედარა.
ფიქრიანი კრთოდა ღამე
წვიმდა მარტის ცრემლებიც
და ღამეებს სევდიანი
ხვდება მუქი ფერებით...
შენი პატარა ხელების სითბოს
როდის შეიგრძნობს ეს გული ნეტავ
ლექსით გადმოვცემ მე იმ სიხარულს
რასაც წინასწარ განვიცდი, ვხედავ.
მინდა ჩაგიკრა პატარავ გულში,
მალე, სულ მალე დაგკოცნო წუთში.
ნეტავ ვინა ხარ გავიგო მინდა,
სხარტად დაძვრები შენ ჩემს მუცელში...
დედას ვერავინ გაუგებს რამეს
იგი ჩუმი და სევდით სავსეა
ის გვასულდგმულებს სიცოცხლით გვავსებს
ჩვენ კი ბევრი რამ არ შეგვიძლია.
დედა სიტყვებში ყველაზე ნაზი
ნაზი სიტყვაა გამოკვეთილი
ჩუმი ოცნება სევდით დაღლილი
დედის თვალებში ამოტვიფრული...






