• ავტორი:მარი დომელაშვილი
  • ნიკნეიმი:Mari
  • თარიღი:27.12.2018 / 19:35
  • ნახვები:451
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:4.2/5
  • ნაზი სანთელი

    დედას ვერავინ გაუგებს რამეს
    იგი ჩუმი და სევდით სავსეა
    ის გვასულდგმულებს სიცოცხლით გვავსებს
    ჩვენ კი ბევრი რამ არ შეგვიძლია.
    დედა სიტყვებში ყველაზე ნაზი
    ნაზი სიტყვაა გამოკვეთილი
    ჩუმი ოცნება სევდით დაღლილი
    დედის თვალებში ამოტვიფრული.
    მისი ღიმილი და თან თვალებში
    სიცილთან ერთად მწარე ქვითინი
    ეს ჩუმი ფიქრი რა არის ნეტავ
    დედის თვალები სევდით დაღლილი.
    ალბათ იმიტო სულ ფიქრობს დედა
    ჩვენი მომავლის არ იცის აზრი
    თუ რა მოგველის არ იცის დედამ
    ცხოვრების რომელ ბილიკზე ვდგებით.
    და ამიტომაც მეც ნაღველი მკლავს
    გავიგე თურმე რად ტირის დედა
    აი ასეა კითხვის პასუხი
    ჩვენ მომავალზე ქვითინებს დედა.
    დედა ფარფატა ნაზი სანთელი
    ის როცა ცოცხლობს ჩვენთვის ანთია
    და რომ დადნება ჩუმი სანთელი
    დედაც ხომ ჩვენთვის დაფერფლილია.
    და როცა უკვე ცხოვრების გზაზე
    დედა გვაყენებს და სვლას გვასწავლის
    მაშინ ვხვდებით რომ დედა დაბერდა
    და ანუ ჩაქრა ნაზი სანთელი.

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?