(მერაბის ხსოვნას) მინდა შენი გულისცემა, შენი დინჯი ნაბიჯები, ნაღვლიანი მზერის მიღმა, მომღიმარი სახე მქონდეს. შენი თბილი გამოხედვა შენი აზრი, შენი ჩვევა, ცხოვრებაში ბევრი რამე ბევრი დიდი გამოწვევა. სიცოცხლის გზა გქონდა სავსე, სხვის გულები სიყვარულით ავსე, რომ გიყვარდა სიარული სოფლად დილას, მთელი ღამეც, მინდა გგავდე, რომ მიხილონ მინდა მითხრან მამას გავხარ, გული ჩემი სიამაყით, რომ გამევსოს და აძგერდეს, შენი მთელი სამყარო და ცხოვრების გზა მინდა, ყველაფერი რაც კი გქონდა, მინდა ვიგრძნო და შევიგრძნო შენი ხედვა ცხოვრებისა რომელიც, რომ სამწუხაროდ სიბერემდე არც კი მიგყვა. შენი სულის სადიდებელ ლოცვებს ვამბობ, სულ ხარ ჩემში, გონებაში, სულში, გულში და სხეულში შენი სულის ნაპერწკალი დარბის ამ ჩემს არსებაში. სულო ჩემო, გულო ჩემო, მამავ ჩემო სიყვარულო, მინდა გგავდე...
რატომ გონიათ ადამიანებს, რომ უზრუნველი ცხოვრება გაქვს და მათი მსგავსი პრობლემები არ გაქვს? დაე ეგონოთ, რადგან ეს სიმართლეა...
შენ არ გაქვს მსგავსი პრობლემები, რადგან უფრო უარეს პრობლემას ებრძვი და ურთულესი ცხოვრება გაქვს...
ისინი კადრს მიღმა ვერ ხედავენ შენს რეპეტიციებს ცხოვრებასთან, ისინი უყურებენ ფილმს
უკვე დასრულებულ პროდუქტს...
ვაგროვებ წამებს, წუთებს, საათებს დრო არ ბრუნდება...
ძალიან ჩქარობს ქარებს მიჰყვება სადღაც შორეთში...
დროს ეჩქარება და ჩვენ მოკვდავნი ვჩქარობთ სიცოცხლეს...
ვაგროვებ სიხარულს, ცრემლს და სიყვარულს დაუსრულებლად...
დროს ეჩქარება და მეც მივყვები გაუჩერებლად...
მე მოვაგროვებ მარგალიტიებს განურჩეველად...
დრო გაჩერდება, ვიგრძნობ დასასრულს, როგორ ბნელდება...
ღამის გუშაგი მთვარე ღრუბელს მიეფარება...
გადმოვალაგებ ჩემი გულით გადავლილ დღეებს...
დასრულდა სიზმარი, დაიწყო ზამთარი,
ტირიან დედები და მათი მამები
ვისი შვილებიც მოგვიკვდა ქართველებს .
ზარები არ წყდება გლოვის და გოდების,
ეს რა დღე დაუდგათ შვილებო თქვენს მშობლებს,
რამდენი ჩვენგანი დააკვდა გოდებით,
საფლავებს აყრია ვარდების გორები
ვაიმე შვილებო ვისი ხართ სად კვდებით.
თითქოს ეს სიგიჟეა..
დაე იყოს ასე..
და მერქვას მე გიჟი,
თუკი მსურს
უსასრულობის ზღვაში შევცურო
და მუდამ ვგრძნობდე იმას,
რომ დასასრული არ არსებობს...






