• ავტორი:მარი დომელაშვილი
  • ნიკნეიმი:Mari
  • თარიღი:20.03.2023 / 21:12
  • ნახვები:142
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.7/3
  • ჰე, ამოქროლდი...

    ჰე, ამოქროლდი ცუდო ამინდო ჩემს არსებაში,

    და დამასველე, გამიცივე წყვდიადი ღამე...

    ფიქრები, შფოთვა, სიცივე და უიმედობა, განცდები სადღაც იქ შორეთში იღებს სათავეს...

    შენ აბობოქრდი სულო ჩემო ტყვედ ჩავარდნილო!?

    ზეცას შეეხე...

    უფალს მიენდე...

    სხვას არ დანებდე...

    გალაღდი ზეცას მიწვდი კიდეც გამიფერადდი,

    სხივების კრთომა მინდა ვნახო და სიკაშკაშე..

    შენ სულო ჩემო ძალზე ადრე გამითამამდი, დროს ვერ ვაბრუნებ წამიერი გახდა სამყარო...

    სხეულის მძიმე ტვირთით დავრჩი, უსულო ფერფლი, მიმოვიფანტე, ქარს გავყევი უფლის სამსჯავროს...

    ჰე ამოქროლდი ცუდო ამინდო ჩემს არსებაში...

    წვიმას ავყვები მე ზეციურ ცისარტყელასთან,

    ნეტარი სული იფარფატებს ღრუბლებზე ნებით, ჩემი სხეული განისვენებს ქრიზანთემასთან...

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?