• ავტორი:მარი დომელაშვილი
  • ნიკნეიმი:Mari
  • თარიღი:08.08.2023 / 21:12
  • ნახვები:244
  • გამოხმაურებები:1
  • რეიტინგი:3.7/3
  • შოვი

    თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
    უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩემო, ქვეყანავ ჩემო, გამოგაცალეს ძირი, ფესვები
    და ჩაიტანეთ გულგახეთქილო, მშრალო ხევებო, აივსეთ გული სისხლის ზვარებით... შენ მოჩეხილო კლდისა ნაშალო,
    წყალო ნაგუბარ კლდეს მოვარდნილო, დაუდგომელო ღვარცოფო მდარე,
    რად დაგვატირე სამშობლო ჩემი რატომ ატირე...
    მწარე და მტანჯველ საათებს ვითვლით, შიშველ გაძარცვულ ხეობას ვუმზერთ,
    იქნებ იმედი არ მოკვდეს სულ მთლად მესამე ღამეს ნეტავ სად ათევთ...
    დაგეძებ შვილო, ძმაო, დედაო,
    ვლოცულობ მარტოდ გადარჩენილი, მაგრამ სიცოცხლე გახდა ამაო...
    ტკივილით სავსე საათის მთვლელი შიშველ ხელებით დავეძებ წარსულს,
    ვებღაუჭები მოტეხილ ხეებს, იქნებ გადარჩით, მდინარის ახლოს და იქნებ ტყეშიც გეძებოთ ღამით...
    და უსუსური გახდა სამყარო, ბებერმა მუხამ მოიკლა თავი...
    შენ საქართველო გაგჩეხეს სულმთლად, გამოგაცალეს სული და გული...
    ახლა დავეძებთ დედებს და მამებს,
    შიშველ ხელებზე დაგვდის ცრემლები, სისხლით აივსო ხევი დამშრალი,
    სადღა მოგძებნოთ დავეხეტები უმისამართოდ...
    გამისკდა გული...

    გაზიარება:
    კომენტარები: 1
    avatar
    1 Spam
    №1. iano1 • 23:44, 26.10.2023
    კარგი სიახლეა
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?