სიზმარი


თრთის ღამე ბავშვივით, კრთის, რამედ მაინც ღირდეს უბადრუკი, შავბნელი, ჩამოსდის ღვარად ცრემლი წვიმის სახით დადენილი და გულს უწყალებს აფორიაქებულ მამას დაუნთია ღუმელი, შეშის ტკაცუნი ისმის მხოლოდ და ჭრაქის შუქით განათებულ მაგიდაზე დოქით დგას ღვინო იქვე ფიალა ძირამდე დაცლილი.    ყეფს გამალებით ძაღლი და ხმაურით დაათრევს მძიმე ჯაჭვს, აწყდება ღობეებს წკავწკავით იკლებს კარ მიდამოს, გათენდეს იქნებ მალე და დანებდეს უკუნი სიბნელე მზეს,  მზის ნათელს და მის უდიდებულესობას, ამოიზვირთება მედიდურად და წამში გააშრობს სადაც კი წვიმის კვალი დახვდება. 

 სახე დაცვარული ღამე ნათევი და დარდით გულ გასიებული  მამა გადახედავს თავის ნაოფლარ, ნაჯაფ არემარეს სევდას იქვე დატოვებს, ფიქრებს დილის მონაქროლ ნიავს გაატანს, ჭრელა ძროხას გაიგდებს წინ, აიკიდებს პატარა გუდას. დედას ჩაუდია შიგნით საგზალი ყველი პური და პატარა ბოთლით წითელი ღვინო, მთლად არ გამოფიტოს სიცხემ კაციო უფიქრია.

  ეს სოფელი რაღამ შეცვალაო გაიფიქრებს კაცი. ადრე ხმაურისგან იყო აკლებული, ახლა მიტოვებული, დამძვრალი კბილებივით ამოსულა სახლის ნანგრევებში ჯაგი, მეჩხერი ტყე გაჩენილა. იქით აღარ ხმაურობს მიხო ძია, დილიდან ღიღინი აღარ ისმის, ეთერისაც აღარ შემოურბენია სოფელი და დედას აღარ უყვება ახალ ამბებს, აღარც ღობესთან არ ზის (თავის ბირჟას ამაგრებდა) ეთერის კივილი ცას წვდებოდა რომ გავაბრაზებდით, ახლა დაუკეტიათ მისი სახლი, ეთო კლიტეს ადებდა, ახალი კარი ჩაუსვავთ, ჩვენი სახლი სავსეა ხილით, თუმცა ეთერის ბროწკ ვაშლს ყინვამ რომ გადაუარა სულ სხვა გემო აქვს იულონის კარებიც დაკეტილა, მისი თოფის გრუხუნიც აღარ გაუგია არავის, არც მისი მონადირე ძაღლების ყეფა. ქალაქიდან რომ ჩამოდიოდნენ, ვარა ბებო, ილო პაპა, ნინა ბებო, ოთარი პაპა, აღარ გამოჩენილან დედა გადაურბენდა და მიაწოდებდა ახალ დაკრეფილ ხილს და ბოსტნეულს საღამოს ახალ მოწველილ რძესაც შეაწოდებდა, მათ ეზოში გავიზარდე,  ყვითელი ყვავილები ისევ ამოდიან ამ ეზოში, თუმცა სადაც ჯდომა გვიყვარდა ის კაკლები გამხმარა და გადაქცეულა კარი და ღობეც თავს ძლივს იკავებს, საცოდავად გადაწოლილა. დიდი ხანია ნანოც აღარ სტუმრობს ეთერის, ნანო დეიდა სიმინდის მარცვალს გვიხარშავდა, მარილს მიაყრიდა და მათი ღუმელის გვერდით ერთ რამედ ღირდა ამის ჭამა ასე მეგონა ამნაირ გემრიელს ვერავინ გააკეთებდა.

  მიტოს მოსაკითხად დედა აღარ დადის ახალ გამომცხვარი ლავაშით და ყველით, თვალებიდან ვერ ხედავდა და სულ მარტო იყო ქალაქში ყავდა შვილები, აკითხავდნენ პერიოდულად, ხშირად უმზადებდა დედა ცხელ კერძს კაცი ჩავარდნილი იყო და ზამთარში შეშაც არ ქონდა გასათბობად, ყველაფერი ზედ ეფარა რაც გააჩნდა, დედას მივყვებოდი და მაშინ ისე პატარა ვიყავი ვერ ვაცნობიერებდი რა საცოდავი და უსუსური იყო ეს წაქცეული კაცი...

 ჩემი მიტო პაპაც აღარ სდარაჯობს ჩვენს ავტო ფარეხს, მამას ნაწილებს და მანქანას, აღარ ეჩხუბება ჩემს ძმას, არც ბაბოს შემოუდგავს ამ დილას ეზოში დანთებულ კოცონზე დიდი ქვაბით გასათუთქად ტყემალი, არც თონე გაუხურებია, შენ კი გაწყალდიო პაპასაც არ მისდევს გაგულისებული. ეხ გოგა ბიჭი, აღარ გამოივლის უბანში აღრასდროს, მამა გააჩერებდა ეხუმრებოდა, როგორ იცინოდნენ ეზოს წინ საათობით. ვასოც აღარ ჩამოსულა თბილისიდან, მამას ისიც ძალიან უყვარს, ბევრი აქვთ მოსაგონარი და გასახსენებელი, დომინოს თამაშში გაყავდათ დღეები ზაფხულის სიცხისგან შეწუხებულები თუთის ჩრდილში ან კაკლის ქვეშ ერთობოდნენ

 კიდევ რამდენი კარი დაიკეტა ამ უბანში საიდანაც კვამლი არ ამოდის, მამალი არ ყივის და არც ძაღლი ყეფს. 

  თითქოს მიწამ ჩაყლაპაო ყველა წაუყვანია სიკვდილს იმიერ სამყოფელში, მამაც წავიდა , წამართვა სიკვდილმა ახალგაზრდა ჩემზე უგონოდ შეყვარებული კაცი, რომელიც უკვდავი მეგონა,  დარჩა მხოლოდ მოგონებები და მოგონებები...

  მტკივა თითოეული მათგანის გარდაცვალება... 

ეს ტკივილები არასდროს  გადის, ხანდახან ყუჩდება. მერე ისევ ზღვა ცრემლებში დაგახრჩობს და ხან შენს თავსაც აღარ გავხარ. წამია წუთისოფელი და ჩემი სოფელიც წამში დადუმდა, ჩემი ბავშვობა ჩარჩენილია იმ ნანგრევებსა და მეჩხერ ჯაგებში, სადაც გული აღაც იწევს და აღარც ვინმე ეგულება წარსულიდან, ვინც მას დახვდება ჩაიკრავს და შესძახებს მაყვალ ჩვენი კნუტი ჩამოვიდაო...

  სადაც ვიბადებით, ალბათ იქ გრძელდება ჩვენი ცხოვრება დასასრულამდე და ჩვენი მოგონებებით, ჩვენს გულებში ვაცოცხლებთ,  გარდაცვალებულ უძვირფასეს ადამიანებს ნაადრევად რომ დაგვტოვეს.დროის დინებას მივდევთ გულ გასიებულები, ყველას ჩვენი სატირალი გვაქვს და ყველას ჩვენი დარდი გვტკივა, თუმცა ეს ყოველივე ერთნაირი ჭირ-ვარამია...


Комментариев 0
Привет, оставишь комментарий?
Имя:*
E-Mail:


მოგესალმები, სტუმარი !

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა საიტზე.

Обновления new
  • გვანცას
  • მზეს მიგადარე, სხვა ვერ ვნახე შენი სადარი...
    გამათბო შენმა მხურვალებამ სილამაზისა...
    ანათე ასი წელიწადი შენი სხივებით,
    და არ დ ..
  • დაბადების დღე
  • ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე, იყო ემოციის ღამე...
    დედამ დამიკოცნა სახე მის მკერდს რომ შევახე ბაგე...
    ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე,
  • დედისადმი მიძღვნილი
  • უსახლოდ დავრჩი ან არც მქონდა არასდროს ბინა, თავშესაფარი...
    უსახლოს მედგა, სხვისი სახლი თავშესაფარად...
    მერე წავედი ვერა ვპოვე ვერაფრი ..
  • სიზმარი
  • თრთის ღამე ბავშვივით, კრთის, რამედ მაინც ღირდეს უბადრუკი, შავბნელი, ჩამოსდის ღვარად ცრემლი წვიმის სახით დადენილი და გულს უწყალებს აფორიაქებულ მა ..

  • შოვი
  • თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
    უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩე ..