menu

დედისადმი მიძღვნილი
უსახლოდ დავრჩი ან არც მქონდა არასდროს ბინა, თავშესაფარი...
უსახლოს მედგა, სხვისი სახლი თავშესაფარად...
მერე წავედი ვერა ვპოვე ვერაფრით ბინა, ვერ ვპოვე მყუდო ნავსაყუდელი და ვერცა სახლი...
განცდა სულ მქონდა, რომ ვიყავი შეუმოსელი, განცდა სხვის ჭერ ქვეშ რო დამედო დროებით ბინა...
და მე წავედი, მე წავედი საძებრად სახლის, ცხოვრების ბოლოს ვერ ვიპოვე სიმშვიდე ვერა...
და დავიკარგე, თითქოს არც კი მქონია სახლი ისე ავყევი უსასრულო ტალღას ცისაკენ, გავუმიჯნურდი ცისარტყელას ფერთა სინაზეს, გადავიკარგე ცის ქვეშეთში უსახლო ზეცად...
რომ დავიბადე იმ დროიდან არა მაქვს სახლი, არა მაქვს ოდა...
სადაც დავჯდები კიბის ნაპირზე მოვიდგავ წიგნებს და აზვირთებულ უამრავ ფიქრებს...
არა მაქვს ბაღი, მსხმოიარე ვარდისფერ ატმის, არა მაქვს მიწა, ფეხშიშველმა დავკოცნო ნამი...
არა მაქვს ბაგა, არცა ცხვარი, ანდა პირუტყვი, გარინდებული ჩამოვდექი სხვის სახლის კართან...
შემომანათა სხივმა ქვეყნის და სხვისმა კარმა გაიჭრიალა...
და მე ვიდექი პირველ კიბეზე სხვისი სახლის წინ კიბის აღმართთან...
მე არ მინდოდა გადამევლო სხვისი ფარდაგი, შემესვა წყალი, ანდა ღვინო სხვისი დოქიდან...
მინდოდა სახლი ტკბილი სახლი, პატარა კარით, ლამპის შუქი კი ინათებდა ჩემი ფანჯრიდან...
ვიდექი სხვისი კარის ზღურბლზე დაუღალავად, გავიდა წლები ვერ ვიგემე ჩემი სიმშვიდე...
არა მქონია საკუთარი არცა მაგიდა, სადაც ჩემს ცეცხლზე გამომცხვარი პური გავტეხე...
ბედი ყოფილა უნდა მევლო კარიდან, კარზე და მომეთმინა ამა ქვეყნის უსამართლობა, კვლავ დავიძინებ უსასრულოდ ეს რომ ვიცოდე, თვალს გავახელ და გავიღვიძებდე მე ჩემს სარკმელთან...
არა მაქვს სახლი, ნავსაყუდელი, ჩემი სავანე...
იქნება უკვე აღარც აქვს აზრი და ოცნებებში დავიგვიანე...
კატეგორია: მარი დომელაშვილი | დაამატა: Mari (10 სექ 2023)
ნანახია: 245 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar