• ავტორი:მარი დომელაშვილი
  • ნიკნეიმი:Mari
  • თარიღი:10.05.2023 / 21:12
  • ნახვები:199
  • გამოხმაურებები:1
  • რეიტინგი:5.0/2
  • დედა

    მინდა ისევ კალთაში ჩაგიდო თავი, როგორც ბავშვობაში, ავტირდე და გამოვიტირო მთელი ჩემი ცხოვრება, სულ ორი წამით...

    და მერე ავდგე, გავაგრძელო გზა მომავლისკენ თითქოს არაფერიც არ მომხდარა...

    მინდა ჩემს ძველ უბანს ფეხ შიშველმა შემოვურბინო, როგორც ბავშვობაში კენჭები ფეხის გულებს რომ მისერავდა და ზუსტად ისე დავითმინო ტკივილები, რასაც ეს ცხოვრება მაყენებს...

    მინდა გულის დარდები ისევ იმ პატარა ყოველ დღიურში გამოვკეტო და მეორე დღეს აღარ ვიფიქრო, როგორც ბავშვობაში...

    მინდა ჩემი პატარა სათამაშო პიანინოს წკრიალი მესმოდეს და არ ჩამესმოდეს ამ ცხოვრების შემზარავი ზარების რეკვა...

    მინდა ლაღი მინდორი მეძახდეს, როგორც ბავშვობაში და ნეტავ არ ვურბენდე დროის დაკარგვის შიშით ჩქარ-ჩქარა ქალაქს...

    მინდა ბავშვობის მიზანი რეალობად იქცეს, ფერადი ოცნებები დღიურის ფურცლებიდან გადმოვიდეს და რეალობად იქცეს...

    მინდა არასდროს არ დავიღალო და ისევ შენს გულზე დავიდო ბინა, შენს კალთაში ჩავყარო ყველა გაბნეული ცრემლი...

    მინდა მოგიყვე ტყუილი ამბები ჩემი ნაოცნებარი და შენ გჯეროდეს, რადგან მე ამ ცხოვრების საერთოდ აღარ მჯერა...

    გაზიარება:
    კომენტარები: 1
    avatar
    0
    №1. ຫອმຕ♪♫™ • 14:37, 24.08.2023
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?