მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 21
ნაჩვენებია მასალა: 7-12
გვერდები: « უკან 1 2 3 4 შემდეგი »


08 აგვ 2023 / 08:59 3
შოვი

თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩემო, ქვეყანავ ჩემო, გამოგაცალეს ძირი, ფესვები
და ჩაიტანეთ გულგახეთქილო, მშრალო ხევებო, აივსეთ გული სისხლის ზვარებით... შენ მოჩეხილო კლდისა ნაშალო,
წყალო ნაგუბარ კლდეს მოვარდნილო, დაუდგომელო ღვარცოფო მდარე,
რად დაგვატირე სამშობლო ჩემი რატომ ატირე...

შოვი
10 მაი 2023 / 08:57 2
დედა

მინდა ისევ კალთაში ჩაგიდო თავი, როგორც ბავშვობაში, ავტირდე და გამოვიტირო მთელი ჩემი ცხოვრება, სულ ორი წამით...

და მერე ავდგე, გავაგრძელო გზა მომავლისკენ თითქოს არაფერიც არ მომხდარა...

მინდა ჩემს ძველ უბანს ფეხ შიშველმა შემოვურბინო, როგორც ბავშვობაში კენჭები ფეხის გულებს რომ მისერავდა და ზუსტად ისე დავითმინო ტკივილები, რასაც ეს ცხოვრება მაყენებს...

დედა
20 მარ 2023 / 08:58 3
ჰე, ამოქროლდი...

ჰე, ამოქროლდი ცუდო ამინდო ჩემს არსებაში,

და დამასველე, გამიცივე წყვდიადი ღამე...

ფიქრები, შფოთვა, სიცივე და უიმედობა, განცდები სადღაც იქ შორეთში იღებს სათავეს...

შენ აბობოქრდი სულო ჩემო ტყვედ ჩავარდნილო!?

ზეცას შეეხე..

ჰე, ამოქროლდი...
10 მარ 2023 / 12:29 2
დარდები მოდიან ღამე
შუქი რომ ქრება და წყვდიადი დგება, ფიქრებს ვედევნებით დაუფიქრებლად და სკდება გული...
მორევი მოედინება ამომსკდარი სულის, რომელიც შვებას დღისით ვერ პოულობს და ლამობს ღამეს გაანდოს, გაუზიაროს ტკივილების ტკივილი, გაუსაძლისი, თანაც უსასრულო...
ხან გამოშვებით მდუღარე ჩაგუბდება თვალებში, ისეთი ცხელი და მდუღარე თვალებს ამოგწვავს...
იმხელა აღმართია ასავლელი, უსასრულო და დაუსრულებელი ვაკე ადგილი გენატრება, მდელოზე მორბენალი ადამიანების გეშურება...
დარდები მოდიან ღამე
10 ოქტ 2022 / 15:10 2
მინდა ჩემს მამას ვგავდე...

(მერაბის ხსოვნას)  მინდა შენი გულისცემა, შენი დინჯი ნაბიჯები, ნაღვლიანი მზერის მიღმა, მომღიმარი სახე მქონდეს. შენი თბილი გამოხედვა შენი აზრი, შენი ჩვევა, ცხოვრებაში ბევრი რამე ბევრი დიდი გამოწვევა. სიცოცხლის გზა გქონდა სავსე, სხვის გულები სიყვარულით ავსე, რომ გიყვარდა სიარული სოფლად დილას, მთელი ღამეც, მინდა გგავდე, რომ მიხილონ მინდა მითხრან მამას გავხარ, გული ჩემი სიამაყით, რომ გამევსოს და აძგერდეს, შენი მთელი სამყარო და ცხოვრების გზა მინდა, ყველაფერი რაც კი გქონდა, მინდა ვიგრძნო და შევიგრძნო შენი ხედვა ცხოვრებისა რომელიც, რომ სამწუხაროდ სიბერემდე არც კი მიგყვა. შენი სულის სადიდებელ ლოცვებს ვამბობ, სულ ხარ ჩემში, გონებაში, სულში, გულში და სხეულში შენი სულის ნაპერწკალი დარბის ამ ჩემს არსებაში. სულო ჩემო, გულო ჩემო, მამავ ჩემო სიყვარულო, მინდა გგავდე...

მინდა ჩემს მამას ვგავდე...
27 სექ 2022 / 17:59 4
რატომ გონიათ ადამიანებს, რომ ...

რატომ გონიათ ადამიანებს, რომ უზრუნველი ცხოვრება გაქვს და მათი მსგავსი პრობლემები არ გაქვს? დაე ეგონოთ, რადგან ეს სიმართლეა...

შენ არ გაქვს მსგავსი პრობლემები, რადგან უფრო უარეს პრობლემას ებრძვი და ურთულესი ცხოვრება გაქვს...

ისინი კადრს მიღმა ვერ ხედავენ შენს რეპეტიციებს ცხოვრებასთან, ისინი უყურებენ ფილმს

უკვე დასრულებულ პროდუქტს...

რატომ გონიათ ადამიანებს, რომ ...