• ავტორი:მარი დომელაშვილი
  • ნიკნეიმი:Mari
  • თარიღი:10 ოქტ 2022 / 07:26
  • ნახვები:156
  • გამოხმაურებები:2
  • რეიტინგი:5.0/2
  • მინდა ჩემს მამას ვგავდე...

    (მერაბის ხსოვნას) ❤️



    მინდა შენი გულისცემა, შენი დინჯი ნაბიჯები, ნაღვლიანი მზერის მიღმა, მომღიმარი სახე მქონდეს. შენი თბილი გამოხედვა შენი აზრი, შენი ჩვევა, ცხოვრებაში ბევრი რამე ბევრი დიდი გამოწვევა. სიცოცხლის გზა გქონდა სავსე, სხვის გულები სიყვარულით ავსე, რომ გიყვარდა სიარული სოფლად დილას, მთელი ღამეც, მინდა გგავდე, რომ მიხილონ მინდა მითხრან მამას გავხარ, გული ჩემი სიამაყით, რომ გამევსოს და აძგერდეს, შენი მთელი სამყარო და ცხოვრების გზა მინდა, ყველაფერი რაც კი გქონდა, მინდა ვიგრძნო და შევიგრძნო შენი ხედვა ცხოვრებისა რომელიც, რომ სამწუხაროდ სიბერემდე არც კი მიგყვა. შენი სულის სადიდებელ ლოცვებს ვამბობ, სულ ხარ ჩემში, გონებაში, სულში, გულში და სხეულში შენი სულის ნაპერწკალი დარბის ამ ჩემს არსებაში. სულო ჩემო, გულო ჩემო, მამავ ჩემო სიყვარულო, მინდა გგავდე ისე მაგრად შენი თავი, რომ შევიგრძნო. მომენატრა შენი სუნთქვა, შენი სახე მეკარგება, რაც დრო გადის სურათებით ვადგენ ახლად შენს ხატებას. მამავ ჩემი თვალის ფერი მწვანე არის შენის ფერი, ამ თვალიდან მადენინე შენი წასვლით მწარე ცრემლი, მამი ჩემო სიყვარულო, მამი ჩემო მონატრებავ, უფალს სთხოვე, რომ ვუყვარდე მე ობოლი უფრო მეტად...

    კომენტარები: 2
    avatar
    0
    4 ຫອმຕ♪♫™ • 19:11, 02 მარ 2025
    avatar
    0
    5 ຫອმຕ♪♫™ • 13:27, 25 თებ 2025
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    მე და გალაკტიონი

    ღამით, როდესაც ყველამ დამტოვა, გალაკტიონი დადგა ჩემს გვერდით. იმ ღამით ი...

    მითოლოგია, პოეზია და შენ

    მივდივარ, მივაპობ ცხოვრების ზვირთებს... 
    ვუყურებ უწყვეტად შენ...

    მდინარეს მიაპობს კლდენი
    მდინარეს მიაპობს კლდენი და მისძახის, ორია სიცოცხლე, რომ უყვართ ძალიან... ას...