• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:11.08.2018 / 00:11
  • ნახვები:565
  • გამოხმაურებები:2
  • რეიტინგი:3.0/4
  • უმისამართოდ შორს

    უმისამართოდ შორს გამგზავრება
    და წვიმიანი ამინდი მინდა.
    მინდა მე შენი შორს გატაცება,
    ვფიქრობ, რომ ეს მზე ჯერ არ გაბრწყინდა...

    უმისამართოდ შორს გამგზავრება
    და სიყვარული ფაქიზი მინდა.
    ამ გრძნობების მსურს მე გამარჯვება,
    შენ ხომ ხარ ჩემი წმინდათა წმინდა.

    უმისამართოდ შორს გამგზავრება
    სიამოვნებას ძლიერს მე მგვრიდა.
    მე ყველა გრძნობის მსურს გააზრება,
    პირველ რიგში კი მე შენთან მინდა.

    შენი უარის შემდეგ მე წავალ
    ამ საშინელ და სისხლისმღვრელ ომში.
    თოფს და იარაღს ავიღებ მტარვალს,
    და მე გავჩნდები პირდაპირ ბომბში!

    უმისამართოდ შორს გამგზავრება
    განშორებასაც ნიშნავდა მგონი.
    უაზრობაა ყველა ზმანება,
    ერთად ვერასდროს ვიქნებით ორნი.

    უმისამართოდ შორს გამგზავრება
    და წვიმიანი ამინდი მინდა.
    მინდა მე შენი შორს გატაცება,
    ვფიქრობ, რომ ეს მზე ჯერ არ გაბრწყინდა...

    გაზიარება:
    კომენტარები: 2
    avatar
    0
    №2. ຫອმຕ♪♫™ • 15:37, 04.03.2025
    avatar
    0
    №1. ຫອმຕ♪♫™ • 15:28, 04.03.2025
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?