• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:11 აგვ 2018 / 15:50
  • ნახვები:342
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.7/3
  • ეს რამდენიმე დღეა

    ეს რამდენიმე დღეა, 
    ლაპარაკი მსურს შენთან. 
    ჩემთვის ეს გრძნობა ტყეა, 
    ვცდილობ მივიდე ღმერთთან. 

    ეს რამდენიმე დღეა, 
    ვუყურებ მე შენს სურათს. 
    ჩემში გრძნობების წრეა, 
    ამიტომაც ვსვამ ბურახს. 

    ეს რამდენიმე დღეა, 
    ოცნებები მკლავს შენზე. 
    ჩემს გულში მგონი მზეა, 
    მოვდივარ, ვზივარ ცხენზე. 

    ეს რამდენიმე დღეა, 
    მიზიდავს მე ეს გრძნობა. 
    გრძნობა სიცოცხლის ხეა, 
    მე მაქვს შენდამი ტრფობა. 

    ეს რამდენიმე დღეა, 
    მიზიდავს სიყვარული. 
    ეს გული შენი ტყვეა, 
    მსურს შენთან სიარული. 

    ეს რამდენიმე დღეა, 
    ლაპარაკი მსურს შენთან. 
    ჩემთვის ეს გრძნობა ტყეა, 
    ვცდილობ მივიდე ღმერთთან.

    კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    ვერ გეტყვი..

    ვერ გეტყვი -
    ,,შენს სილამაზეს
    ვეტრფი თუ ვებრძვი"..

    ყოველთვის იყო ჩემს გულში დარდი...

    ყოველთვის იყო ჩემს გულში დარდი,
    დარდი მალული, ტკივილი მკვდარი..