• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:11 აგვ 2018 / 20:24
  • ნახვები:325
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:4.0/4
  • ჩემი ნამდვილი გრძნობები დასალპობად მენანებოდა

    დრო გადიოდა, შენგან პასუხი კი არ ისმოდა.
    მე სიყვარული გაცნობის დღიდან შენგან მინდოდა.
    მაგ თმის სურნელი გულს და გონებას ისევ იპყრობდა.
    შენს ლამაზ თვალებს ეს სიყვარული კვლავ შეიცნობდა.

    შენ კვლავ უყვარხარ გრძნობებისაგან გარდაცვლილ პოეტს
    და მის აღდგომას ელოდება ლექსთა სამყარო.
    ის ელოდება მხოლოდ ერთადერთ, საოცარ მომენტს,
    რომ გეყვარება თავდავიწყებით, ეტყვი აქ ვარო!

    დაგელოდება, ის სიბერემდე მხოლოდ შენ გელის,
    ის მოიწამლა, მას ნაკბენი აქვს შხამიან გველის.
    გულზე უკბინა და მას შენს მეტი ვერვინ უშველის,
    იცის არ მოხვალ და მას სიკვდილი ტკბილად უმღერის.

    სიცოცხლის გემმა აფრა დაუშვა, აქ ჩადგა ქარი.
    გული სიცოცხლეს უკვე დანებდა, აღარ აქვს ფარი.
    გრძნობა კი არვის აქ არ დანებდა, სულდგმულობს მთვარით
    და მას ყოველთვის მოგონებად აქვს ფიქრები ღამით.

    საცოდავს, მოკვდავს, სიკვდილის წინათ ლექსების კითხვა კვლავ დაუწყია,
    გალაკტიონის ლექსთა კრებული თვის სამარეში კვლავ ჩაუწყვია.
    ის ბოლო ლექსი რაც წაუკითხავს თურმე ყოფილა ეს "მე და ღამე",
    სიკვდილის წინათ მას უთხოვია: "ანნა, მიმღერე,მიმღერე რამე."

    გრძნობა შენდამი მას დასალპობად ენანებოდა,
    ის სიყვარული მას გამალებით ემალებოდა,
    ის სულ გეძებდა, ვერ გიპოვა და მოკვდა საწყალი.
    სიყვარული მას მუდამ თან სდევდა როგორც მტარვალი.

    კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    შოვი

    თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დ...

    წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის...

    წარსული ჩემი მებრძვის აწმყოსთვის, 
    სიტყვები მეტრფის მალული გრ...