• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:10.08.2018 / 06:14
  • ნახვები:392
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.7/3
  • მე არ ვიცი, მაგრამ...
    მე არ ვიცი მოვკვდები თუ გადავრჩები ცოცხალი,
    მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვი, შენ თუ გინდა მომკალი!
    მე არ ვიცი შენ ოდესმე გეყვარები თუ არა,
    მაგრამ ვიცი, რომ ამ გრძნობამ ჩემს გულს გადაუარა.

    მე არ ვიცი თუ ოდესმე დააფასებ ლექსებს,
    მაგრამ გეტყვი ჩემი გული რომ უშენოდ ვერ ძლებს!
    მე არ ვიცი თუ შენს გრძნობებს ოდესმე დავიმსახურებ,
    მაგრამ გეტყვი ცხოვრებაში მხოლოდ შენთვის ვიმსახურებ.

    მე არ ვიცი სიყვარული თუ დამინდობს ცოცხალს,
    შეიძლება მიმაჯაჭვოს მან მხოლოდ ორ ბორბალს.
    მე არ ვიცი რას მეტყვიან მშვენიერი თვალები,
    მაგრამ ვიცი სიყვარულმა მე დამადო ვალები.

    მე არ ვიცი როდის მოვა საცოდავი სიკვდილი,
    მაგრამ მუდამ, გამუდმებით ამ სიყვარულს მივტირი.
    მე არ ვიცი თუ ოდესმე შემომხედავ გრძნობებით,
    მაგრამ სულ შენ მეყვარები, სიყვარულით მოვკვდები.

    მე არ ვიცი მოვკვდები თუ გადავრჩები ცოცხალი,
    მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვი, შენ თუ გინდა მომკალი!
    მე არ ვიცი შენ ოდესმე გეყვარები თუ არა,
    მაგრამ ვიცი რომ ამ გრძნობამ ჩემს გულს გადაუარა.
    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?