• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:11.08.2018 / 19:34
  • ნახვები:347
  • გამოხმაურებები:1
  • რეიტინგი:5.0/2
  • მითოლოგია, პოეზია და შენ

    მივდივარ, მივაპობ ცხოვრების ზვირთებს... 
    ვუყურებ უწყვეტად შენს ლამაზ თითებს. 
    მე ვფიქრობ ეს გრძნობა ჰგავს მხოლოდ მითებს, 
    მაგრამ კვლავ გაჩუქებ მშვენიერ ტიტებს... 

    ვიტყოდი რომ შენში არის აფროდიტე, ქალღმერთი, 
    მაგრამ ვინ არს აფროდიტე შენ ხომ ხარ ერთადერთი! 
    ვიტყოდი რომ შენში არის ის, ათენა პალასი, 
    მაგრამ ვინ არის ათენა როცა შენ ხარ ხალასი! 

    ვიტყოდი რომ ბარათაშვილს დაეწერა შენზე, 
    მაგრამ ვერ გაგიბედავდა, ვერ დაწერდა ღმერთზე! 
    ვიტყოდი: " გალაკტიონი დაწერდა შენს თმებზე," 
    მაგრამ ის ვერ გაბედავდა წერას მშვენიერზე! 

    ვიტყოდი შანდორ პეტეფი მოგიძღვნიდა ლექსებს, 
    მაგრამ ვერ შემოჰკადრებდა შენნაირ ქალღმერთებს! 
    ვიტყოდი რომ სიყვარული თავის ფეხით მოვა, 
    მაგრამ ვიცი არ შეწყდება ეს ძლიერი თოვა... 

    მივდივარ, მივაპობ ცხოვრების ზვირთებს... 
    ვუყურებ უწყვეტად შენს ლამაზ თითებს. 
    მე ვფიქრობ ეს გრძნობა ჰგავს მხოლოდ მითებს, 
    მაგრამ კვლავ გაჩუქებ მშვენიერ ტიტებს...

    გაზიარება:
    კომენტარები: 1
    avatar
    0
    №1. ຫອმຕ♪♫™ • 01:18, 12.08.2018
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?