• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:02.01.2019 / 17:08
  • ნახვები:572
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:1.8/5
  • გტოვებთ

    გტოვებთ, მივდივარ ქვესკნელისაკენ. 
    კარს მიკეტავენ ედემისაკენ. 
    მე ჯოჯოხეთის მკვიდრი ვარ ვიცი. 
    სწორედ ამაზე აქვს ჩემს ღმერთს ფიცი. 

    გტოვებთ, მივდივარ მე ამ ქვეყნიდან, 
    მწარე ცხოვრების დიდი სევდიდან. 
    მე ჯოჯოხეთში ვარჩიე ყოფნა! 
    ეშმაკმა ჩემთვის ადგილი მოხნა! 

    გტოვებთ და უმალ იხილავთ ცხედარს, 
    მას მიამსგავსებთ ჩემნაირ მხედარს. 
    გტოვებთ და უმალ გამკიცხავთ ყველა... 
    არც იფიქრებთ, რომ მჭირდება შველა. 

    გტოვებთ, ვერასდროს ვერ მომკრავთ თვალს, 
    ვერ გადავიხდი ღმრთისადმი ვალს. 
    რომ გთხოვოთ თქვენ არ მომიტანთ წყალს, 
    გულში ჩამარტყამთ ძლიერ ბასრ ხმალს. 

    გტოვებთ და სიკვდილს მოვიყვან ჩემთან, 
    ჩემი ფიქრების ამ უცვლელ ველთან. 
    სიკვდილს სურს ყოფნა ჩემნაირ ყმასთან, 
    მუდამ ვიქნები სიკვდილთან, მასთან!

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?