


წვიმის წვეთები მისველებს თვალებს,
ქუჩაში მსვლელი ვერ ვგრძნობდი წამებს.
საათის ისარი მირბოდა სწრაფად
და ჩემი სხეული მიენდო განცდას.
ვხედავ, რომ ბინდდება ქუჩის ბოლოში
და თვალთ ასახულს მივყვები თითქოს.
ჩაფიქრებული მივყვები ქუჩას
და ლამპიონი მინათებს ჩემს გზას.
ჩემი თვალები დაგეძებს ყველგან
და სხვაშიც მხოლოდ შენს სახეს ვხედვ.
დაღონებული მივყვები ქუჩას
და გულის სიღრმეში მაწამებს სევდა.
ჩემმა სხეულმა სისველე იგრძნო
და უცებ სითბო ვინატრე შენი.
თითქოს და წამით მისმინა ღმერთმა,
გამომეცხადე ბურუსის ტბაში.
ძლიერ მინდოდა შენი დანახვა
და მივაცქერდი ნაპირსა ტბისას.
მეგონა ისევ გიხელდა თვალი,
ბურუსით მოცულ სევდიან ტბაში.
მაგრამ, როდესაც ვეღარ გიხილე,
ნაპირს მოვშორდი დაღონებული.
გონებას ესმის ჩურჩული შენი,
ეს გული შფოთავს შენი სახელით.
მე მხოლოდ მინდა, შენს გვერდით ვიყო
და მხოლოდ შენი ყურებით დავტკბე.
მაგრამ, ვიცი, რომ მე ბედი მხოლოდ
უშენობას და ტანჯვას მომიძღვნის...


