• ავტორი:მარი დომელაშვილი
  • ნიკნეიმი:Mari
  • თარიღი:05.10.2023 / 00:13
  • ნახვები:251
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:2.0/4
  • გვანცას

    მზეს მიგადარე, სხვა ვერ ვნახე შენი სადარი...

    გამათბო შენმა მხურვალებამ სილამაზისა...

    ანათე ასი წელიწადი შენი სხივებით,

    და არ დაკარგო ნაპერწკალი სიყვარულისა...

    მინდოდა ამ დღის საკვირველი მადლი შემეგრძნო,

    შემესვა ამ დღის სიყვარულით სავსე ფიალა, შენ დედოფალის იერსახის მატარებელო წამში მომნუსხე, დამატყვევე გონებიანად...

    ვის შეგადარო ვერ მოვძებნე შენი სადარი ამ სისპეტაკეს სინაზეს და კრთომას სხივისას, ვერ გავუძელი დავიბენი, მიმოვიფანტე დავლოცე ჯიშის, გენის მადლი დედაშენისა...



    ქალო რა ქალო, ქარო, ნიავო, ყველა ასაკის ადამიანო, ერთ არსებაში განზავებულო... ქალო ბუნების საოცრება შექმნილო ღვთისგან, მეშეგადარე ამინდების და ქარების რისხვას...

    მარტს და აპრილებს, ია ვარდებს ამოვარდნილებს დედამიწიდან, მისი გულიდან ამოხეთქილებს...



    ქალო რა ქარო მოვარდნილო წაგვლეკე სულმთლად, რომ ვერ მოვნახე სამყაროში შენი ბადალი, მზეს მიგამსგავსე ყოველ დილას ცის კარებზე ამომავალი,

    ახალი დღის და ბედნიერების დამბადებელი...

    შენ ხარ ღვთის შვილი მოვლენილი, ჩემი სული ხარ და ჩემს კალთაში გამოზრდილი მარგალიტი ხარ...

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?