• ავტორი:მარი დომელაშვილი
  • ნიკნეიმი:Mari
  • თარიღი:15.07.2024 / 00:13
  • ნახვები:36
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:5.0/1
  • მდინარეს მიაპობს კლდენი
    მდინარეს მიაპობს კლდენი და მისძახის, ორია სიცოცხლე, რომ უყვართ ძალიან... ასულან მდინარის კალაპოტს მიარღვევს, ქალი და კაცია...
    მოღოღავს, მოსჩქეფავს, ქაფები დარაბებს გადასდის, ხმიანობს...
    ზვირთებით ბობოქრობს, აწყდება კლდის ნაპირს, წაქცევას ჰპირდება.
    ხეები ხარობენ და თავებს უხრიან, ტოტები მდინარის ზედაპირს ეხებათ, მედიდურს რა უნდა მზე ეკეკლუცება, თამაშობს ფერებად...
    ოქროსფერ სხივებში მტვრის ზოლი დამდგარა, მდინარეს ეცემა,
    ჰაერი ნავარდობს, ქალს კაბას აუწევს, თმას ელამუნება,
    სიმორცხვე გადაჰკრავს ქალწულის ბაგეებს, ლოყა უწითლდება...
    მიაპობს ცხოვრებას დევკაცი, გულზედ დაჰკიდავს უფლის ჯვარია,
    კალთაზე გამობმულ ქამარს და ხანჯალზე სისხლისა კვალია, კლდის წვერზე ჯიხვების ჩრდილებად დამდგარი ულევი ჯარია...
    ცოტა ხანს შეჩერდა ლავიწზე ჩამოსდგა ოფლისა ღვარია,
    მოიხსნა მანდილი, მოსწმინდა საფიცარს, ცვარი და ნამია, იმდენი დარები და ავდარები დღემდე რომ უვლიათ...
    მთის წვერი დაფარა ღრუბელმა და გაქრა ჯიხვების ჯარია,
    დაბინდდა, დალაგდა, სულ შავი ღრუბელი შეჰყარა ტყენია...
    მგლის, ტურის, ყმუილი გაისმის შორიდან, ჭრიალებს ბაგაში ხის კარი ქარისგან...
    ცხვარი დაყრილია...
    გარეთ ქაოსია...
    ტყე და მთა გულს იგლეჯს...
    კოცონი გიზგიზებს და მის პირად მდუმარე სიყვარულის ცეცხლს აფიცხებს...
    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?