სიკვდილი ისვენებს
ევროპული ლიტერატურა, კულტურალური, მაგიური რეალიზმი, ნოველა, ფენტეზი

სიკვდილი ისვენებს

"სიკვდილი ისვენებს" ჟანრობრივად ფანტასტიკური რომან-იგავია, სადაც მწერალი აღწერს არარეალურ სიტაციას - ერთ-ერთ ქვეყანაში აღარავინ კვდება. ადამიანთა უმადურობით შეძრწუნებული კიკვდილი, რომელიც ნაწარმოების პერსონაჟად გვევლინება, თავის საქმიანობას წყვეტს...
დოქტორი ფაუსტუსი
ევროპული ლიტერატურა, კლასიკა, კულტურალური

დოქტორი ფაუსტუსი

გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო კარლო ჯორჯანელმა თომას მანის დოქტორი ფაუსტუსი ევროპული ინტელექტუალური რომანის შედევრია. მწერალს ფაუსტური პრობლემატიკა მეოცე საუკუნის სინამდვილეში გადმოაქვს და პაროდიის გამჭვირვალე საბურველში განიხილავს, პარალელს ავლებს ეშმაკთან შეკრული დიდი ხელოვანის ტრაგიზმით აღსავსე ცხოვრებასა და მაღალკულტურული, მაგრამ ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომში ჩათრეული გერმანელი ხალხის ხვედრს შორის.
ჩვენი მშობლების სენაკი
ისტორია

ჩვენი მშობლების სენაკი

147 წლის წინათ, 1871 წლის 14 აგვისტოს, სენაკის სადგურში პირველი მატარებელი ჩამოდგა, რამაც განაპირობა სენაკის ქალაქად ჩამოყალიბება. წიგნში საუბარია ამ და სხვა ისტორიულ, საინტერესო ფაქტებზე. რედაქტორი: ლეილა ლემონჯავა-ხოშტარია დაკაბადონება-დიზაინი: შავლეგო ხოშტარია
მეშვიდე წერილი
კლასიკა, ფილოსოფია

მეშვიდე წერილი

პლატონის (ძვ. წ. 427-347 წწ.) შრომათა შორის ე.წ. მეშვიდე წერილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტია მისი ფილოსოფიის გასაგებად და იმ ძირითადი სირთულეების დასანახადაც, რომლებიც მას თან ახლავს. ის უმთავრესია პლატონის სხვა წერილთა შორის. ამ წერილის ავთენტურობაში სადღეისოდ ეჭვი აღარ ეპარებათ.
ჯადოსნური მთა
ევროპული ლიტერატურა, კლასიკა, ფილოსოფია

ჯადოსნური მთა

გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1929) თომას მანი (1875–1955) დაიბადა ქ. ლიუბეკში. წერა გიმნაზიაში სწავლის პერიოდშივე დაიწყო. 1881 წელს გარდაეცვალა მამა და ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა. გერმანული ლიტერატურის შედევრად აღიარებული რომანი „ჯადოსნური მთა“ 1924 წელს გამოვიდა. თავად ავტორის შეფასებით, ეს წიგნი უაღრესად გერმანულია, თუმცა ევროპული განმანათლებლური, აღმზრდელობითი რომანის მოდერნიზაციადაც შეიძლება ჩაითვალოს და ცოტათი – მის პაროდიადაც. მწერალი იკვლევს სიკვდილის პირისპირ მდგარი ადამიანისა და მისი ახლობლების ფსიქოლოგიას.
გოგონა დრაკონის ტატუთი
კრიმინალური რომანი

გოგონა დრაკონის ტატუთი

შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი...
ქალის ცხოვრების 24 საათი
მცირე პროზა, რომანტიული

ქალის ცხოვრების 24 საათი

ნოველაში აღწერილია ქალის ცხოვრების ერთი დღე, რომელიც ერთდროულად ვნებით აღსავსე და მშვენიერი, მეორეს მხრივ კი შემაძრწუნებელია. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ის ცხოვრების დანიშნულების ძიებაშია და ერთხელაც სასოწარკვეთილი უცხო ადამიანისადმი აღიძვრება გზნებით, და კვლავ იძენს ცხოვრების მიზანს, თუმცა რის ფასად?
მოპარული სიყვარული
პროზა, რომანი

მოპარული სიყვარული

ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.

მოგესალმები, სტუმარი !

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა საიტზე.

Обновления new
  • გვანცას
  • მზეს მიგადარე, სხვა ვერ ვნახე შენი სადარი...
    გამათბო შენმა მხურვალებამ სილამაზისა...
    ანათე ასი წელიწადი შენი სხივებით,
    და არ დ ..
  • დაბადების დღე
  • ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე, იყო ემოციის ღამე...
    დედამ დამიკოცნა სახე მის მკერდს რომ შევახე ბაგე...
    ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე,
  • დედისადმი მიძღვნილი
  • უსახლოდ დავრჩი ან არც მქონდა არასდროს ბინა, თავშესაფარი...
    უსახლოს მედგა, სხვისი სახლი თავშესაფარად...
    მერე წავედი ვერა ვპოვე ვერაფრი ..
  • სიზმარი
  • თრთის ღამე ბავშვივით, კრთის, რამედ მაინც ღირდეს უბადრუკი, შავბნელი, ჩამოსდის ღვარად ცრემლი წვიმის სახით დადენილი და გულს უწყალებს აფორიაქებულ მა ..

  • შოვი
  • თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
    უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩე ..