გტოვებთ

გტოვებთ

გტოვებთ, მივდივარ ქვესკნელისაკენ. 
კარს მიკეტავენ ედემისაკენ. 
მე ჯოჯოხეთის მკვიდრი ვარ ვიცი. 
სწორედ ამაზე აქვს ჩემს ღმერთს ფიცი. 

გტოვებთ, მივდივარ მე ამ ქვეყნიდან, 
მწარე ცხოვრების დიდი სევდიდან. 
მე ჯოჯოხეთში ვარჩიე ყოფნა! 
ეშმაკმა ჩემთვის ადგილი მოხნა! 

შემოდგომა, ზამთარი, ფოთლები და თოვლი

შემოდგომა, ზამთარი, ფოთლები და თოვლი

შემოდგომაა, მწვანე ფოთლები 
გაყვითლებულან და ჩემთან ცვივა. 
ვიცი შენ გზაზე არ შემომხვდები 
და შენს გარეშე მე ძლიერ მცივა. 

შემოდგომაა, მწვანე ფოთლები 
გახუნებულან, დამჭკნარან საწყლად. 
ვიცი, რომ შენ ვერ განმეორდები, 
ვერსად ვერ გნახავ თუნდაც ჩემს წამლად. 

ვიცი რომ

ვიცი რომ

ვიცი, რომ ოდესმე ყველანი მოვკვდებით, მაგრამ სულ ცოტანი, ცოტანი ვცხონდებით. ვიცი, რომ გრძნობისგან ყველანი დავთვრებით და გრძნობის საფლავთან ყველანი დავწვებით. ვიცი, რომ ამ გრძნობას სულ არ აქვს ასაკი
და შენ რომ გიყვარვარ არს იგავ-არაკი.  ვიცი, რომ სიბნელეს მე მიმცა ცხოვრებამ, მტკვარში მომისროლა გრძნობის გაოხრებამ.

 

კვლავაც არ დავრჩები ალბათ მოგებულად

კვლავაც არ დავრჩები ალბათ მოგებულად

"წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!  არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!" კვლავაც არ დავრჩები ალბათ მოგებულად, შენ კი კვლავ იქნები, ალბათ დამა გული. საცოდავი გული კვლავ შეშლილი არის, ძლიერ უყვარხარ და ბოლო ხმაზე ბღავის. მისი მძიმე სევდა ამ გრძნობებში ჩადის და სახეზე არის სისხლის ზღვანი დარდის. გრძნობა გამიგია, მაგრამ - სევდიანი! სევდაც გამიგია, მაგრამ - ლექსიანი! ამ გრძნობების ხმა არს მხოლოდ ერთხმიანი

მე მთვარის შუქზე

მე მთვარის შუქზე

მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი და გავაგრძელე ანნაზე წერა. აქ ჩემი გულის შენ ხარ დამგრეხი, გამინადგურე ახალი ერა. მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი, მაშინ მესტუმრა მე შენზე დარდი..კვლავინდებურად მე არ განვდექი და ჩემთვის ჩუმად შავ ღვინოს ვსვამდი. მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი, "ჩემი ღმერთი ხარ!" - მე კვლავ ასე ვთქვი. მე სიყვარული მქონდა და დარდი და სისხლისფერი გესროლე ვარდი.

 

რეაქტიული ჩემი ვნებანი

რეაქტიული ჩემი ვნებანი

ოჰ, როგორ მომწონს შენი სხეული და როგორ მინდა შენი ფერება. მე სულ მარტო ვარ, მუდამ ეული
და მე ვნებები შემომერევა ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი მკერდი, ვნებით პყრობილი მე შენზე ვწერდი. როგორ გიხდება ეგ მოკლე კაბა, მე მოთმინება მან დამიკარგა ჩემი ვნებები ვიცი, რომ უკვე დიდი პაუზით ვეღარ შეგხვდება.
ამ ჩემს შინაგან ხმას მე მოვუხმე, ჩვენი ტუჩები დღეს აფეთქდება.

 

მე, შენ და დრო

მე, შენ და დრო

დრო მიდის, მაგრამ არ მივყვები დროს. მე მივდევ საშინელ, სისხლისმღვრელ ომს. ზოგ ლექსთა ფონზე ამბობენ:"თმობს!" მე მხოლოდ შენი გული მათბობს აქ არ არსებობს გალაკტიონი, ოჰ ჩემთვის შენ ხარ აქ ალიონი.
არ არსებობენ ლამაზმანები და მე შენით ვარ განაწვალები მე ვარ შენი მონატრების უდიდეს ქარცეცხლში.
ვგრძნობ, რომ მინდა შენი ნახვა და ვარ მკვდართა ლეშში.

მოგესალმები, სტუმარი !

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა საიტზე.

Обновления new
  • გვანცას
  • მზეს მიგადარე, სხვა ვერ ვნახე შენი სადარი...
    გამათბო შენმა მხურვალებამ სილამაზისა...
    ანათე ასი წელიწადი შენი სხივებით,
    და არ დ ..
  • დაბადების დღე
  • ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე, იყო ემოციის ღამე...
    დედამ დამიკოცნა სახე მის მკერდს რომ შევახე ბაგე...
    ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე,
  • დედისადმი მიძღვნილი
  • უსახლოდ დავრჩი ან არც მქონდა არასდროს ბინა, თავშესაფარი...
    უსახლოს მედგა, სხვისი სახლი თავშესაფარად...
    მერე წავედი ვერა ვპოვე ვერაფრი ..
  • სიზმარი
  • თრთის ღამე ბავშვივით, კრთის, რამედ მაინც ღირდეს უბადრუკი, შავბნელი, ჩამოსდის ღვარად ცრემლი წვიმის სახით დადენილი და გულს უწყალებს აფორიაქებულ მა ..

  • შოვი
  • თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
    უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩე ..