ეს რამდენიმე დღეა,
ლაპარაკი მსურს შენთან.
ჩემთვის ეს გრძნობა ტყეა,
ვცდილობ მივიდე ღმერთთან.
ეს რამდენიმე დღეა,
ვუყურებ მე შენს სურათს.
ჩემში გრძნობების წრეა,
ამიტომაც ვსვამ ბურახს.
ეს რამდენიმე დღეა,
ოცნებები მკლავს შენზე.
ჩემს გულში მგონი მზეა,
მოვდივარ, ვზივარ ცხენზე.
ეს რამდენიმე დღეა,
მიზიდავს მე ეს გრძნობა.
გრძნობა სიცოცხლის ხეა,
მე მაქვს შენდამი ტრფობა.
ეს რამდენიმე დღეა,
მიზიდავს სიყვარული.
ეს გული შენი ტყვეა,
მსურს შენთან სიარული.
ეს რამდენიმე დღეა,
ლაპარაკი მსურს შენთან.
ჩემთვის ეს გრძნობა ტყეა,
ვცდილობ მივიდე ღმერთთან.
მოგესალმები, სტუმარი !
კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა საიტზე.
თრთის ღამე ბავშვივით, კრთის, რამედ მაინც ღირდეს უბადრუკი, შავბნელი, ჩამოსდის ღვარად ცრემლი წვიმის სახით დადენილი და გულს უწყალებს აფორიაქებულ მა ..
თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩე ..