შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
და მგონი მალე ის მას დამალავს.
აქ ხიდი არის გრძნობათა მითის,
ღრუბელი შავი, მთვარეს დაფარავს.
მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე დავდივარ, ძლიერ ის მენანება.
მე მუდამ ვფიქრობ დანამულ ფიცზე,
ჩემი გრძნობები სულ მედარდება.
ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი ტუჩები!
მაგ ვარდისფერის დანახვით ვხურდები!
ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი თვალები,
მათი ცისფერი, მცხუნვარე ალები!
ეს სიცივე, ეს სიჩუმე, ცხელი ჩაი, წვიმა. პოეზიამ ეს ინატრა, პოეზიის სხივმა. რომანტიკა! ეს ინატრა პოეზიის სიმმა. მარტოობა! აქ იდარდა ჩემი სულის ბინდმა. ჩემი ცივი გამოხედვა აღარავის სწყინდა,
სამი წლის წინ სექტემბერში მეგობარი შევიძინე. და მალევე დეკემბერში სიმარტოვე მე მოვკალი. ჩემს ცხოვრებას შეემატა სიმართლის და ერთგულების, მგონი კიდევ ნდობის ღმერთი!
გონება არ მეკამათა,
ჭეშმარიტი მეგობარი ვამბობ, რომ ხარ მხოლოდ ერთი!
ღამით, როდესაც ყველამ დამტოვა, გალაკტიონი დადგა ჩემს გვერდით. იმ ღამით იყო წვიმა და თოვა და მე ვტკბებოდი ბახით და ვერდით გალაკტიონი ერთადერთია,
ვინც გამიგებდა ახლა მალულად... ის პოეზიის ერთი ღმერთია, ვინც ამ ტკივილებს ხედავს ფარულად! იმედი მაქვს მას შევხვდები ამ ცხოვრების შემდეგ, მასთან ვიცი გამოვტყდები, რადგან ჩუმად ვერ ვძლებ! გალაკტიონს რომ ენახა ახლა ჩემი ლექსები, გულში სიცილს წარმოთქვამდა, მე აქ არ მაქვს ეჭვები. "შენ ზღვის პირად მიდიოდი მერი",
ახლა რომ მქონდეს გამბედაობა,
ალბათ მოგწერდი, გთხოვდი შეხვედრას.
მე შენ მიყვარხარ, არ მედავო რა,
მუდამ ვაგრძელებ შენთან ვედრებას.
ამ გრძნობების წყალობით შევეჩვიე სიკვდილს,
საცოდავი თაობა მე ტკბილ სიტყვებს მითვლის,
საცოდავი ხალხი ხომ ლექსებს გარეთ ისვრის,
შენგან ბევრჯერ ვიგემე ის ჭრილობა ისრის.
მოგესალმები, სტუმარი !
კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა საიტზე.
თრთის ღამე ბავშვივით, კრთის, რამედ მაინც ღირდეს უბადრუკი, შავბნელი, ჩამოსდის ღვარად ცრემლი წვიმის სახით დადენილი და გულს უწყალებს აფორიაქებულ მა ..
თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩე ..