დრო მიდის, მაგრამ არ მივყვები დროს. მე მივდევ საშინელ, სისხლისმღვრელ ომს. ზოგ ლექსთა ფონზე ამბობენ:"თმობს!" მე მხოლოდ შენი გული მათბობს აქ არ არსებობს გალაკტიონი, ოჰ ჩემთვის შენ ხარ აქ ალიონი.
არ არსებობენ ლამაზმანები და მე შენით ვარ განაწვალები მე ვარ შენი მონატრების უდიდეს ქარცეცხლში.
ვგრძნობ, რომ მინდა შენი ნახვა და ვარ მკვდართა ლეშში.
შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
და მგონი მალე ის მას დამალავს.
აქ ხიდი არის გრძნობათა მითის,
ღრუბელი შავი, მთვარეს დაფარავს.
მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე დავდივარ, ძლიერ ის მენანება.
მე მუდამ ვფიქრობ დანამულ ფიცზე,
ჩემი გრძნობები სულ მედარდება.
ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი ტუჩები!
მაგ ვარდისფერის დანახვით ვხურდები!
ოჰ, როგორ მომწონს ეგ შენი თვალები,
მათი ცისფერი, მცხუნვარე ალები!
ეს სიცივე, ეს სიჩუმე, ცხელი ჩაი, წვიმა. პოეზიამ ეს ინატრა, პოეზიის სხივმა. რომანტიკა! ეს ინატრა პოეზიის სიმმა. მარტოობა! აქ იდარდა ჩემი სულის ბინდმა. ჩემი ცივი გამოხედვა აღარავის სწყინდა,





