• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:05.09.2018 / 21:11
  • ნახვები:405
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.7/3
  • სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე

    მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
    დავდივარ, ძლიერ ის მენანება.
    მე მუდამ ვფიქრობ დანამულ ფიცზე,
    ჩემი გრძნობები სულ მედარდება.

    მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
    ისევ და ისევ ვსეირნობ მარტო.
    მუდამ ვოცნებობ გრძნობათა ხიბლზე!
    როგორც ჩანს მათთვის მე არ ვარ სანდო.

    მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
    უწინდებურად ვხედავ სიბნელეს.
    ვფიქრობ გრძნობათა იმ ლამაზ მითზე,
    სადაც არ მეტყვით: "გამოგიყენეს!"

    მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
    კვლავაც ვერ ვხედავ ლამაზ ცხოვრებას.
    მე ხელს ჩამოვკრავ გიტარის სიმზე
    და წარმოვიდგენ იმ საოცრებას.

    მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
    შენ წარმოგიდგენ გრძნობათა ღმერთო.
    მე დავწექი ჩემს სისხლში თუ სისხლზე
    და გემონები შენ ჩემო ერთო.

    მე სიყვარულის დაჟანგულ ხიდზე
    უწინდებურად ვხედავ სიბნელეს.
    ვფიქრობ გრძნობათა იმ ლამაზ მითზე,
    სადაც არ მეტყვით: "გამოგიყენეს!"

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?