• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:05.09.2018 / 00:11
  • ნახვები:773
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.7/3
  • მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    აქ ხიდი არის გრძნობათა მითის,
    ღრუბელი შავი, მთვარეს დაფარავს.

    ის მუდამ ებრძვის მთვარის სინათლეს
    და ხშირად ცდილობს ის მის გაქრობას.
    ახლა მე გეტყვით თქვენ ერთ სიმართლეს:
    "ვერ მოვესწრები მე მის ჩაქრობას."

    სულ იარსებებს მცირე სინათლე
    და სიკვდილამდე ის აქ დარჩება!
    სინათლის ტალღა კვლავ განიახლე!
    უწინდებურად ის გადარჩება.

    მუდმივად გქონდეთ თქვენი ნათება,
    მხოლოდ იფიქრეთ ლამაზ სტრიქონზე.
    გქონდეთ ოცნების კვლავ გაათება
    და არ ფიქრობდეთ უცხო სინქრონზე.

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    აქ ხიდი არის გრძნობათა მითის,
    ღრუბელი შავი, მთვარეს დაფარავს.

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?