• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:02.10.2018 / 09:40
  • ნახვები:405
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:1.0/7
  • მე მთვარის შუქზე

    მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი
    და გავაგრძელე ანნაზე წერა.
    აქ ჩემი გულის შენ ხარ დამგრეხი,
    გამინადგურე ახალი ერა.

    მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი,
    მაშინ მესტუმრა მე შენზე დარდი.
    კვლავინდებურად მე არ განვდექი
    და ჩემთვის ჩუმად შავ ღვინოს ვსვამდი.

    მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი,
    "ჩემი ღმერთი ხარ!" - მე კვლავ ასე ვთქვი.
    მე სიყვარული მქონდა და დარდი
    და სისხლისფერი გესროლე ვარდი.

    მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი
    და თვითმკვლელობა მე ჩავიფიქრე.
    მე შენ ხომ ძლიერ მიყვარხარმეთქი
    ვთქვი და სიკვდილი გადავიფიქრე.

    გული ამ შუქზე კვლავ მარტო დადგა
    და ვერ იპოვა მისი ნაწილი.
    შენ ამ გულისთვის ხარ რკინის ფარდა
    და მე ჩამარტყი დიდი მახვილი.

    ეს შენზე ფიქრი მე შემაყვარა ჩუმმა ფერებამ
    და მწარედ მომკლა უმოქმედობამ და გაჩერებამ.
    ისევ მიყვარხარ და მე ისევ ვარ შენი ერთგული!
    შენ ხარ გრძნობებით, ამ სიყვარულით მუდამ შემკული...

    მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი
    და გავაგრძელე ანნაზე წერა.
    აქ ჩემი გულის შენ ხარ დამგრეხი,
    გამინადგურე გრძნობათა ერა.

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?