• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:02 ოქტ 2018 / 02:26
  • ნახვები:336
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.0/2
  • კვლავაც არ დავრჩები ალბათ მოგებულად

    "წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად! 
    არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!"
    კვლავაც არ დავრჩები ალბათ მოგებულად,
    შენ კი კვლავ იქნები, ალბათ დამა გული.

    საცოდავი გული კვლავ შეშლილი არის,
    ძლიერ უყვარხარ და ბოლო ხმაზე ბღავის.
    მისი მძიმე სევდა ამ გრძნობებში ჩადის
    და სახეზე არის სისხლის ზღვანი დარდის.

    გრძნობა გამიგია, მაგრამ - სევდიანი!
    სევდაც გამიგია, მაგრამ - ლექსიანი!
    ამ გრძნობების ხმა არს მხოლოდ ერთხმიანი,
    გულში იმედი არს მხოლოდ ჩემიანი.

    საწყალი იმედი კვლავ მარტო რჩება
    და რევოლუცია ჩემში არ ხდება.
    მიყვარხარ! ეს გრძნობა არასდროს ტყდება
    და ტანჯვა-წამებას ჩემთვის ის შვრება.

    შენზე ფიქრები, შენდამი გრძნობა
    ანნა, ჩემში არს და არსად ქრება!
    ჩემი სიცოცხლის კვლავ არის დნობა.
    ჩემდამი გრძნობა?! კვლავ იკეტება...

    კომენტარები: 0
    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ჩემს საიდუმლოს

    ჩემს საიდუმლოს ვანდობ თეთრ ფურცლებს
    და ჩემი გული შვებას ეცემა..

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    დაბადების დღე

    ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე, იყო ემოციის ღამე...
    დედამ დამიკოცნა...