მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 11
ნაჩვენებია მასალა: 7-11
გვერდები: « უკან 1 2


22.08.2018 / 22:22 4
ცრემლებით ვხატავ ფურცელზე ნაზად...

ცრემლებით ვხატავ ფურცელზე ნაზად,
რომელ სიტყვებსაც ვუმზერ ღიმილით.
მინდა ავსახო ტკივილი გულის,
რომელიც ბოლოს მომიღებს მალე..
ამწამს სიკვდილი მიჯობს მე ალბათ,
რათა ასახულ ტკივილს გავექცე.
მიჯობს ცრემლებში დავიხრჩო ახლა,
ან ცეცხლის ალში ვიწოდე მუდამ..

ცრემლებით ვხატავ ფურცელზე ნაზად...
22.08.2018 / 22:14 3
ჩემს საიდუმლოს

ჩემს საიდუმლოს ვანდობ თეთრ ფურცლებს
და ჩემი გული შვებას ეცემა..
ამ მონატრებას ვეღარ ვერევი,
ეს გული მხოლოდ შენ გელოდება.
მაპატიე, რომ თეთრი ლექსი,
გულის სიღრმეში შენთვის იქმნება,
გთხოვ, მაპატიე, რომ შენს გარეშე,
ჩემი სიცოცხლე არაფერია.

ჩემს საიდუმლოს
22.08.2018 / 21:57 3
ვერ გეტყვი..

ვერ გეტყვი -
,,შენს სილამაზეს
ვეტრფი თუ ვებრძვი"..
ვერ გეტყვი,
რომ სუნთქვა ხარ ჩემი..
მინდა, რომ იცოდე,
რას ნიშნავ ჩემთვის,
მინდა, რომ გრძნობდე,
რასაც ვგრძნობ შენით..

ვერ გეტყვი..
22.08.2018 / 21:48 3
ძნელია, როცა..

ძნელია, როცა მიჰყვები ქუჩას და იცი,
რომ იქ ბოლოს, არავინ გელის..
ძნელია, როცა ცხოვრებ და იცი,
იქ, სადრაც შორს, არავინ გელის..
ძნელია, როცა სიყვარულს კარგავ,
ძნელია,როცა შენს წარსულს ებრძვი..
ძნელია, როცა იმედებს კარგავ,
ძნელია, როცა ლოდინი გტანჯავს...

ძნელია, როცა..
22.08.2018 / 21:35 3
თანდათან, ნელ-ნელა..

თანდათან, ნელ-ნელა, ფეხი ანელებს სვლას,
ამავდროულად გულიც წყვეტს ფეთქვას..
გონება ბინდდება, წყვეტს ფიქრს,
ქუჩაში მსვლელი მივიწევ წინ..
აზრები ირევა, ვეღარ ვგრძნობ დროს,
თითქოს და დამთავრდა, მორჩა, ვსიო!

თანდათან, ნელ-ნელა..

1-6 7-11
მოგესალმები! hello
რით შემიძლია დაგეხმაროთ?