დარდები მოდიან ღამე

დარდები მოდიან ღამე

შუქი რომ ქრება და წყვდიადი დგება, ფიქრებს ვედევნებით დაუფიქრებლად და სკდება გული...
მორევი მოედინება ამომსკდარი სულის, რომელიც შვებას დღისით ვერ პოულობს და ლამობს ღამეს გაანდოს, გაუზიაროს ტკივილების ტკივილი, გაუსაძლისი, თანაც უსასრულო...
ხან გამოშვებით მდუღარე ჩაგუბდება თვალებში, ისეთი ცხელი და მდუღარე თვალებს ამოგწვავს...
იმხელა აღმართია ასავლელი, უსასრულო და დაუსრულებელი ვაკე ადგილი გენატრება, მდელოზე მორბენალი ადამიანების გეშურება...
მინდა ჩემს მამას ვგავდე...

მინდა ჩემს მამას ვგავდე...

(მერაბის ხსოვნას)  მინდა შენი გულისცემა, შენი დინჯი ნაბიჯები, ნაღვლიანი მზერის მიღმა, მომღიმარი სახე მქონდეს. შენი თბილი გამოხედვა შენი აზრი, შენი ჩვევა, ცხოვრებაში ბევრი რამე ბევრი დიდი გამოწვევა. სიცოცხლის გზა გქონდა სავსე, სხვის გულები სიყვარულით ავსე, რომ გიყვარდა სიარული სოფლად დილას, მთელი ღამეც, მინდა გგავდე, რომ მიხილონ მინდა მითხრან მამას გავხარ, გული ჩემი სიამაყით, რომ გამევსოს და აძგერდეს, შენი მთელი სამყარო და ცხოვრების გზა მინდა, ყველაფერი რაც კი გქონდა, მინდა ვიგრძნო და შევიგრძნო შენი ხედვა ცხოვრებისა რომელიც, რომ სამწუხაროდ სიბერემდე არც კი მიგყვა. შენი სულის სადიდებელ ლოცვებს ვამბობ, სულ ხარ ჩემში, გონებაში, სულში, გულში და სხეულში შენი სულის ნაპერწკალი დარბის ამ ჩემს არსებაში. სულო ჩემო, გულო ჩემო, მამავ ჩემო სიყვარულო, მინდა გგავდე ისე მაგრად შენი თავი, რომ შევიგრძნო. მომენატრა შენი სუნთქვა, შენი სახე მეკარგება, რაც დრო გადის სურათებით ვადგენ ახლად შენს ხატებას. მამავ ჩემი თვალის ფერი მწვანე არის შენის ფერი, ამ თვალიდან მადენინე შენი წასვლით მწარე ცრემლი, მამი ჩემო სიყვარულო, მამი ჩემო მონატრებავ, უფალს სთხოვე, რომ ვუყვარდე მე ობოლი უფრო მეტად...
რატომ გონიათ ადამიანებს, რომ ...

რატომ გონიათ ადამიანებს, რომ ...

რატომ გონიათ ადამიანებს, რომ უზრუნველი ცხოვრება გაქვს და მათი მსგავსი პრობლემები არ გაქვს? დაე ეგონოთ, რადგან ეს სიმართლეა...

შენ არ გაქვს მსგავსი პრობლემები, რადგან უფრო უარეს პრობლემას ებრძვი და ურთულესი ცხოვრება გაქვს...

ისინი კადრს მიღმა ვერ ხედავენ შენს რეპეტიციებს ცხოვრებასთან, ისინი უყურებენ ფილმს

უკვე დასრულებულ პროდუქტს...

ცხოვრება გვწვრთნის და ცხოვრება გვაძლიერებს,

ადამიანები ჩვენს გარშემო ითვლიან დროს თუ რამდენი საათი იყავი ბედნიერი ან უბედური ეს რიგ შემთხვევაში უხარიათ ან არ უხარიათ. გადევნებენ თვალს კამერების მსგავსად იძიებენ, როგორც აგენტები და თავისი ცხოვრება ჰგონიათ ყველაზე დიდი კოშმარი და პრობლემა გაუსაძლისი. მე თუ თქვენს თვალში კარგად ვითამაშე ჩემი როლი და თქვენამდე მოვიტანე ფილმი, რომელმაც მოგანდომათ ჩემი ცხოვრება და ჩემი პრობლემები ესეიგი მე მქონია ნიჭი, დავეცე და წამოვდგე, მიხაროდეს და ვტიროდე, მტკიოდეს და ვიცინოდე ფარულად თქვენს გარეშე.

მაშინ დაისმის კითხვა თქვენ რაღატომ ხართ ჩემს ცხოვრებაში? იმიტომ, რომ უყუროთ ფილმს და იოცნებოთ იმაზე, რაც რეალობას ცდება, უყუროთ ფილმს და გშურდეთ იმის, რაც არ არსებობს, თქვენი ცხოვრება ჩაანაცვლოთ ჩემი ცხოვრებით და თქვენი გვერდზე გრჩებათ მერე კი წუწუნებთ, რომ ჩემი ცხოვრება არის ზღაპარი და თქვენი ცხოვრება საშინელებათა ფილმი. ადამიანო მიხედე შენს ცხოვრებას და მე თავი დამანებე მე ჩემი პრობლემები მახრჩობს და ჩემი ცხოვრება მანადგურებს ნუ მითვლი ბედნიერ წამებს და საათებს ეს ისეთი მცირეა, მარგალიტის გაბნეული მძივებივით სათითაოდ გროვდება ჩემს ხელის გულზე და ისეთი ძვირფასია სადმე ლარნაკზე დაყრაც მენანება. ხელით დავატარებ ამ ჩემს არეულ ცხოვრების გზაზე და ეს ისე ბრწყინავს, რომ თვალს გჭრის და ბოღმა გეძალება. ცხოვრება გვზრდის და ცხოვრება გვაფიქრებს...

დაფიქრდი იქნებ შენი ცოხვრების მიღმა უფრო მეტი მარგალიტია გაბნეული ...
დროს ეჩქარება!!!

დროს ეჩქარება!!!

ვაგროვებ წამებს, წუთებს, საათებს დრო არ ბრუნდება...
ძალიან ჩქარობს ქარებს მიჰყვება სადღაც შორეთში...
დროს ეჩქარება და ჩვენ მოკვდავნი ვჩქარობთ სიცოცხლეს...
ვაგროვებ სიხარულს, ცრემლს და სიყვარულს დაუსრულებლად...
დროს ეჩქარება და მეც მივყვები გაუჩერებლად...
მე მოვაგროვებ მარგალიტიებს განურჩეველად...
დრო გაჩერდება, ვიგრძნობ დასასრულს, როგორ ბნელდება...
ღამის გუშაგი მთვარე ღრუბელს მიეფარება...
გადმოვალაგებ ჩემი გულით გადავლილ დღეებს...
სითბოს, სიყვარულს, სიცილს, ტკივილს, ჩემებრ გოდებას...
ჩქარა მივდივარ სადღაც შორეთში მარგალიტებით...
დროს ეჩქარება!!!
საბას ხსოვნას

საბას ხსოვნას

დასრულდა სიზმარი, დაიწყო ზამთარი, 
ტირიან დედები და მათი მამები 
ვისი შვილებიც მოგვიკვდა ქართველებს .
ზარები არ წყდება გლოვის და გოდების, 
ეს რა დღე დაუდგათ შვილებო თქვენს მშობლებს, 
რამდენი ჩვენგანი დააკვდა გოდებით,  
საფლავებს აყრია ვარდების გორები 
ვაიმე შვილებო ვისი ხართ სად კვდებით. 
დაგვიცდა ფეხი და უფსკრულში ჩავეშვით, 
ცოდვები გვაწუხებს, ტკივილი დაგვბინდავს 
რაღა ქნას შავებში შემოსილ პირსახეს ცრემლების წვიმებს, 
რომ ძაძებით იწმინდავს. როგორღა ვიცხოვრო ხვალ, 
როგორ შევიგრძნო დღის მადლი ან კიდე ჰაერი ვისუნთქო?
თვალებით ხედავდი, ყურებიში ეხლაც გაქვს ხმებია 
ის ხმები მიწის და საფლავის, 
როდესაც აყრიდნენ შენს შვილის საფლავსაც დააწყვეს ვარდები...
ვაიმე სად აღარ გაისმის ტირილი შვილ მკვდარი დედის და მამების ქვითინი, 
ცას წვდება სულების   სიმწარე ტკივილი სად კვდებით, 
რად კვდებით უმიზნოდ ბავშვები და მომავალი თან მიგაქვთ სამარეს. 
წაგვერთვა ძალა და აღარ გვაქვს სიტყვები, 
უძლური გაგვხადა რაღა გვაქვს სათქმელი.
დავმუნჯდი, გავქვავდი შენს დედას თვალებში ვეღარც კი ჩავხედე. 
მან მკითხა როგორღა იცხოვროს უშენოდ. 
დავპატარავდი უსუსურ სხეულში, 
გავხეთქე გული და ვიტირე, პასუხად ვერაფერს ვეტყოდი 
მე შვილ მკვდარ დედიკოს, რომელსაც დაუდგა დღე სრულად 
უმიზნო და მაინც ცოცხალი სულს ღაფავს უსიტყვოდ.  
მწუხარების მსხვერპლი

მწუხარების მსხვერპლი

ბიჭი იჯდა მწუხარების მსხვერპლი
სევდიანი ჭიქა ღვინოს სვავდა.
და ის იყო დამსხვრეული გულით
ოცნებებიც უკვე სადღაც გაქრა.
მოდიოდა მასთან ერთი გოგო
და მოჰქონდა ვაზის ცრემლის სითბო,
სადღაც აკორდს აკვნესებდა ქარი
და იქ ბართან დავლურს ცეკვავს კინტო...

არარაობა

არარაობა

ადამიანად ვინ შეგრაცხა ადამიანო?!
უფალმა მოგცა რაც გაგაჩნდეს არ მოინატრო.
ის ხარ, რაცა ხარ, რას აკეთებ არარაობავ
ცოდვების გუდას დაამატე ამპარტავნობა.
ნება რომ მოგცენ რას იზავდი ადამიანო?!
ჩაგრავ, კლავ და რაღა უნდა დააზიანო.
სადამდე, რამდე, რა საზღვრამდე უნდა იარო,
უფლის ირწმუნე, თავი, რომ არ დაიზიანო.

მოგესალმები, სტუმარი !

კეთილი იყოს თქვენი შემოსვლა საიტზე.

Обновления new
  • გვანცას
  • მზეს მიგადარე, სხვა ვერ ვნახე შენი სადარი...
    გამათბო შენმა მხურვალებამ სილამაზისა...
    ანათე ასი წელიწადი შენი სხივებით,
    და არ დ ..
  • დაბადების დღე
  • ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე, იყო ემოციის ღამე...
    დედამ დამიკოცნა სახე მის მკერდს რომ შევახე ბაგე...
    ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე,
  • დედისადმი მიძღვნილი
  • უსახლოდ დავრჩი ან არც მქონდა არასდროს ბინა, თავშესაფარი...
    უსახლოს მედგა, სხვისი სახლი თავშესაფარად...
    მერე წავედი ვერა ვპოვე ვერაფრი ..
  • სიზმარი
  • თრთის ღამე ბავშვივით, კრთის, რამედ მაინც ღირდეს უბადრუკი, შავბნელი, ჩამოსდის ღვარად ცრემლი წვიმის სახით დადენილი და გულს უწყალებს აფორიაქებულ მა ..

  • შოვი
  • თქვენ საცდური ხართ მთებო, ხევებო მოკაზმულებო თოვლის გვირგვინით, თავზარ დაცემულთ მიწა ჩაგვექცა,
    უსულო გვამებს ვეძებთ ხელებით... ბედკრულო ჩე ..