კვლავ წვიმს
ზეცას ღრუბელი აღარ შორდება ვით შავი ნისლი
სჩანს რომ იწვიმებს და არ ვიცი რატომ და რისთვის
ჩემს გულს ასევე ახვევია შავი ფიქრები
ვხედავ რომ გლოვობს და ვერ ვხვდები რისთვის ან ვისთვის.
დაიწყო წვიმა იასამანს უსველებს კალთას
დავიწყე ფიქრი და ცრემლები მოგორავს თვალთგან...
როდისღა ვნახავ?! ნუთუ ოდეს კიდევ შევხვდები
ან იქნებ კიდეც დავავიწყდი ჩემი ფიქრებით.
დღეებსღა ვითვლი, გზას გავცქერი თვალცრემლიანი
იქნებ გამოჩნდეს,იქნებ მოვიდეს,ვცოცხლობ იმედით
მაგრამ ამაოდ, დამივიწყა დამტოვა მარტო
ალბათ ვიღაცამ თავის გზაზე ატარა მარტოდ.
გული კი გლოვობს, ამ შავ ფიქრებს აღარ იშორებს
წვიმას კი არ სურს გადაიღოს და კვლავ იწვიმებს.
კომენტარის დამატება



