• ავტორი:გიორგი უერთაშვილი
  • ნიკნეიმი:giouerta
  • თარიღი:12.08.2018 / 19:35
  • ნახვები:495
  • გამოხმაურებები:0
  • რეიტინგი:3.0/4
  • მე და გალაკტიონი

    ღამით, როდესაც ყველამ დამტოვა,
    გალაკტიონი დადგა ჩემს გვერდით.
    იმ ღამით იყო წვიმა და თოვა
    და მე ვტკბებოდი ბახით და ვერდით!

    გალაკტიონი ერთადერთია,
    ვინც გამიგებდა ახლა მალულად...
    ის პოეზიის ერთი ღმერთია,
    ვინც ამ ტკივილებს ხედავს ფარულად!

    იმედი მაქვს მას შევხვდები ამ ცხოვრების შემდეგ,
    მასთან ვიცი გამოვტყდები, რადგან ჩუმად ვერ ვძლებ!
    გალაკტიონს რომ ენახა ახლა ჩემი ლექსები,
    გულში სიცილს წარმოთქვამდა, მე აქ არ მაქვს ეჭვები.

    "შენ ზღვის პირად მიდიოდი მერი",
    მე ამ ლექსით განუწყვეტლივ ვმღერი.
    "სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი",
    გულში ჩამოწოლილი არს ბანი.

    "სიყვარულის ბალადა" არის ჩემი ცხოვრება,
    მაგრამ ერთი არ ვიცი, მოხდება საოცრება?!
    ჩემი დევიზი არს ერთი: "შენ მიყვარხარ მუდამ",
    მე ტკივილი მომაყენა შენმა თოვლის გუნდამ!

    ღამით როდესაც ყველამ დამტოვა,
    გალაკტიონი დადგა ჩემს გვერდით.
    იმ ღამით იყო წვიმა და თოვა
    და მე ვტკბებოდი ბახით და ვერდით!

    გაზიარება:
    კომენტარები: 0

    დატოვე კომენტარი პირველმა. გაუზიარე შენი აზრი ავტორს.

    კომენტარის დამატება
    Geo Eng
    avatar

    შემოთავაზებული ჩანაწერები

    ცოტა რამ ჩემს შესახებ..

    Who I Am ? ♥... 

    ...
    თითქოს ეს სიგიჟეა..

    თითქოს ეს სიგიჟეა..
    დაე იყოს ასე..
    და მერქვას მე გიჟი,
    ...

    მთვარე, ღრუბელი და სინათლე

    შავი ღრუბელი მთვარისკენ მიდის
    და მგონი მალე ის მას დამალავს.
    ...

    მოგესალმები! hello
    რით შემიძლია დაგეხმაროთ?