ტოპ მწერლები

1
√ მწერალი™
2
√ მწერალი™
3
√ მწერალი™
4
√ მწერალი™
5
√ მწერალი™

06.08.2025 / 09:08 1
შენს ცხოვრებაში მე ვქმნი ამინდებს
შენს ცხოვრებაში მე ვქმნი ამინდებს,
წლები ცხოვრების სარჭმა დაფინა...
პატარა ქარმა გააშრო დარდი, სიხარულები ცაში აფრინა...
ჩვენს ცხოვრებაში გასრულდა წლები, წვიმას ვწურავდი სევდის ღრუბლიდან...
თბილ ღიმილებში ვიპოვე სითბო ნაპერწკალები შენი სულიდან...
იმედს არ ვეძებ, ვპოვე შენს გულში,
ვხატავ სურათებს სასურველ ფერად...
მაშ ამინდებსაც დავწერ მე თვითონ
იქნებ დაგვითბეს სიბერე ერთად...
შენს ცხოვრებაში მე ვქმნი ამინდებს
17.01.2025 / 14:16 2
ისე მარტივი გახდა სამყარო
ისე მარტივი გახდა სამყარო, რომ სიცოცხლემაც დაკარგა ფერი,
ისე მარტივი გახდა სიკვდილი, დარდი და მწუხრი შეიქნა თეთრი...
უსასრულობად იქცა ზამთარი, და ზაფხულების არ მოირიდა,
ისე მარტივი გახდა სიცოცხლე, რომ მწუხრიც თითქოს გაახალისა...
წუთი სოფელი იქცა წამებად,
დაუსრულებელ ომში ჩართულნი,
ვეღარ მოვუხვდით ისე წავიდა,
ცხოვრების წამი წუთი სოფელში...
ისე მარტივი გახდა სამყარო
15.07.2024 / 14:13 1
მდინარეს მიაპობს კლდენი
მდინარეს მიაპობს კლდენი და მისძახის, ორია სიცოცხლე, რომ უყვართ ძალიან... ასულან მდინარის კალაპოტს მიარღვევს, ქალი და კაცია...
მოღოღავს, მოსჩქეფავს, ქაფები დარაბებს გადასდის, ხმიანობს...
ზვირთებით ბობოქრობს, აწყდება კლდის ნაპირს, წაქცევას ჰპირდება.
ხეები ხარობენ და თავებს უხრიან, ტოტები მდინარის ზედაპირს ეხებათ, მედიდურს რა უნდა მზე ეკეკლუცება, თამაშობს ფერებად...
ოქროსფერ სხივებში მტვრის ზოლი დამდგარა, მდინარეს ეცემა,
ჰაერი ნავარდობს, ქალს კაბას აუწევს, თმას ელამუნება,
სიმორცხვე გადაჰკრავს ქალწულის ბაგეებს, ლოყა უწითლდება...
მდინარეს მიაპობს კლდენი
08.06.2024 / 14:17 3
უშენობისას

წვიმის წვეთები მისველებს თვალებს,
ქუჩაში მსვლელი ვერ ვგრძნობდი წამებს.
საათის ისარი მირბოდა სწრაფად
და ჩემი სხეული მიენდო განცდას.
ვხედავ, რომ ბინდდება ქუჩის ბოლოში
და თვალთ ასახულს მივყვები თითქოს.
ჩაფიქრებული მივყვები ქუჩას
და ლამპიონი მინათებს ჩემს გზას.
ჩემი თვალები დაგეძებს ყველგან
და სხვაშიც მხოლოდ შენს სახეს ვხედვ.

უშენობისას
05.10.2023 / 22:32 4
გვანცას

მზეს მიგადარე, სხვა ვერ ვნახე შენი სადარი...
გამათბო შენმა მხურვალებამ სილამაზისა...
ანათე ასი წელიწადი შენი სხივებით,
და არ დაკარგო ნაპერწკალი სიყვარულისა...
მინდოდა ამ დღის საკვირველი მადლი შემეგრძნო,
შემესვა ამ დღის სიყვარულით სავსე ფიალა, შენ დედოფალის იერსახის მატარებელო წამში მომნუსხე, დამატყვევე გონებიანად...

გვანცას
13.09.2023 / 10:41 3
დაბადების დღე

ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე, იყო ემოციის ღამე...
დედამ დამიკოცნა სახე მის მკერდს რომ შევახე ბაგე...
ოქროსფერ სექტემბერში დავიბადე,
სული პაწაწინა ტანით...
თითებს მიკოცნიდა დედა, თვალთ ედგა ბედნიერი ნამი...
მე ამ ფოთოლცვენას მოვევლინე, სხეულს ჩაბერილი სულით...
მე ამ ღამის ნისლებს მოვყევი და მივლიდა ბებია ქალი...
მე ამ შემოდგომის ფერებს ვგავარ, წვიმებს, ქარებს ვარჩევ სულში...
ისევ იუბილე მოახლოვდა ისევ ავფრიალდი ცაში...

დაბადების დღე

მოგესალმები! hello
რით შემიძლია დაგეხმაროთ?